x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
7 კმ–ს სიგრძის მატარებელი – რა არის ცნობილი მის შესახებ?

წარმოიდგინეთ, რომ რკინიგზის გადასასვლელზე მოხვდით და თქვენს თვალწინ გიგანტური მატარებლის ვაგონები მიქრიან. მატარებლის შემადგენლობაში, რომელზეც აქ არის საუბარი, 660 ვაგონია. ხოლო, თითოეულის სიგრძე — 7.5 მ–ია. ახლა დათვალეთ, რამდენ ხანს მოგიწევთ ლოდინი? ალბათ, 30 წუთზე ნაკლები არა, ან შეიძლება, მეტიც.


imageგიგანტი მატარებელი, კანადა


ასეთი მატარებლები მხოლოდ 4 ქვეყანაში მოძრაობს: კანადაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ავსტრალიაში.


ავსტრალია


ავსტრალია უკვე დიდი ხანია რაც ყველაზე გრძელი მატარებლების რეკორდს ინარჩუნებს. ასე, მაგ., ​​კომპანია BHP –ის მადნის გადასაზიდი მატარებელი 682 ვაგონისგან შედგება და 7, 3 კმ. არის. მისი ტვირთამწეობა კი – 82 000 ტონაა.


imageყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებელი "განი", ავსტრალია


თუმცა, ავსტრალია მხოლოდ სატვირთო მატარებლებით არ ხსნიან რეკორდებს. ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებელიც ამ ქვეყანაშია. მატარებელი "განი" (The Ghan) 44 ვაგონისგან შედგება და მისი სიგრძე 1.3 კმ–ია. ის ადელაიდას და დარვინს შორის მოძრაობს. მგზავრობის ხანგრძლივობა კი – 3 დღე–ღამეა.


კანადა


imageორსართულიანი საკონტეინერო მატარებელი, კანადა


კანადის ეროვნული რკინიგზა, ტვირთის გადასატანად, ორსართულიან საკონტეინერო მატარებლებს იყენებს. მატარებლების საშუალო სიგრძე, რომლითაც ნაყარი ტვირთი გადააქვთ, 3 კმ–ს შეადგენს. სხვა სახის ტვირთისთვის კი, დაშვებული სიგრძე – 3, 7 – 4, 2 კმ–ს შეადგენს.


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა


imageგიგანტური მატარებელი 5 ელექტრო ლოკომოტივით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა


ამ ქვეყანაში 3, 2 კმ. სიგრძის მატარებლებს იყენებენ და ძირითადად, მადნის გადასაზიდად. მატარებელი საშუალოდ, 342 ვაგონისგან შედგება და მას 5 ლოკომოტივით მართავენ. ამასთან, 2 ლოკომოტივი შემადგენლობის შუა ნაწილშია ჩაბმული. ხოლო, მარშრუტის სიგრძეა – 841 კმ–ია.



ბრაზილია


imageმადნის ჩატვირთვა მატარებელში, ბრაზილია


ბრაზილიაში, ზეგრძელი მატარებლები ხე-ტყის და რკინის მადნის გადასატანად გამოიყენება. მატარებლის საშუალო სიგრძე 3, 2 კმ–ია და შემადგენლობაში, 330 ვაგონი შედის.


ქვეყნების სიაში, სადაც დიდი მატარებლები დადიან, ვერ მოხვდა ჩინეთი, სადაც ყველაზე გრძელი მატარებლის შემადგენლობაში "მხოლოდ" 220 ვაგონია და აშშ, სადაც მატარებლის ვაგონების მაქსიმალური რაოდენობა, კანონმდებლობით, 180–ზე მეტი არ უნდა იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ბანქო და კალენდარი – გამოცანა რუბრიკიდან, "რა? სად? როდის?" (პასუხი აქვს)

* სილურული ჰიპოთეზა: "ჩვენ არ ვართ პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე"

* აუცილებელი რაციონი და საკვების ზომა–წონის განსაზღვრა ხელის საშუალებით – ჯანმრთელად გახდომის მარტივი წესი

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით

* თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი



4
1253
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1253
  
2022, 30 სექტემბერი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4