x
მეტი
  • 03.12.2022
  • სტატია:124067
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
დიდი კანიონის უძველესი მიწისქვეშა ქალაქი

არსებობდნენ, თუ არა, ჩვენს პლანეტაზე ოდესმე გოლიათები? დღეს ამ კითხვაზე პასუხი, ერთმნიშვნელოვნად, დადებითია, რადგან თანამედროვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, არაერთი ჩონჩხია აღმოჩენილი. მაგრამ, გასული საუკუნის დასაწყისში, ამის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ ორი ადამიანი – პროფესორი ს. ჯორდანი და არქეოლოგი ჯ. კინკეიდი ამტკიცებდა, რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სწორედ მათ აღმოაჩინეს, გოლიათების ჩონჩხებით სავსე, მიწისქვეშა ქალაქი დიდ კანიონში.

სმითსონის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, მათ მდ. კოლორადო გადალახეს და საიდუმლო შესასვლელამდე მიაღწიეს, რომელიც მდინარის პირას, ციცაბო კედლის ქვეშ იყო.


image


1909 წ. 5 აპრილს, მეცნიერებმა აღნიშნული ექსპედიციის ანგარიში Arizona Gazette გამოაქვეყნეს. სტატიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი გამოიწვია, თუმცა ეროვნული მედიის ყურადღება ვერ მიიპყრო. ის, რაც მე-20 საუკუნის უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენად და, შესაძლოა, უახლოეს ისტორიაში, ყველაზე დიდ აღმოჩენადაც კი ჩათვლილიყო, სამეცნიერო საზოგადოებამ, ამერიკულმა და მსოფლიო მედიამ, უბრალოდ, უგულებელყო.

და მაინც, რა ნახეს მათ მიწისქვეშეთში? სტატიის თანახმად, დიდი კანიონი გოლიათების ცივილიზაციის სახლი იყო. ხოლო, გვირაბების ლაბირინთი, რომელიც მდინარეზე დაშვებისას, ჯ. კინკეიდმა აღმოაჩინა, გოლიათების თავშესაფარი უნდა ყოფილიყო. საგულისხმოა, რომ გვირაბები გეომეტრიულად სრულყოფილი იყო და არტეფაქტების მეტად უცნაურ ნაკრებს შეიცავდა: იქ იყო ძველი ეგვიპტური და ინდური არტეფაქტები, 30 მ. სიმაღლის ქანდაკებები და ბუდისტური ტაძარი, რომლის კედლებზე, აშკარად, ეგვიპტური იეროგლიფებით იყო ამოკვეთილი.

imageთვითმხილველთა გადმოცემით, ამ გიგანტურ ქალაქში, შესასვლელი გვირაბის ბოლოს იწყებოდა და გვირაბების ლაბირინთი, მიწისქვეშ, 1 600 მ. სიღრმემდე ჩადიოდა. ხოლო, აღმოჩენილი არქიტექტურა, ინაზე მიუთითებდა, რომ ამ ქალაქის მშენებლები მოწინავე საინჟინრო ტექნოლოგიებს ფლობდნენ.

მიწისქვეშა ქალაქის ცენტრალური ღერძი გიგანტური დარბაზი იყო, რომლიდანაც სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი დერეფნები იწყებოდა. დარბაზის კედლებს კი, სპილენძის იარაღი და იეროგლიფებიანი ფირფიტები ამშვენებდა. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა, ციტადელში ნანახი მუმიფიცირებული სხეულები იყო. აღმოჩენილი მუმიებიდან, 2, 8 მ–ზე ნაკლები სიმაღლის არცერთი იყო და ყველა მუქი ფერის სელის ტილოში იყო გახვეული.

ტაძრის კედლებზე აღმოჩენილმა ეგვიპტურმა იეროგლიფებმა და ფირფიტებმა, რომელზეც წარწერები იგივე იეროგლიფებით იყო შესრულებული, მეცნიერებს იმის მტკიცების საშუალება მისცა, რომ ადამიანები, რომლებმაც ამერიკაში ეს ცივილიზაცია შექმნეს და შესაძლებელია, ადგილობრივი ინდიელების წინაპრებიც ყოფილიყვნენ, ამერიკის კონტინენტზე ეგვიპტიდან ჩავიდნენ.

სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ ჯორდანმა და კინკეიდმა ქალაქიდან რამდენიმე არტეფაქტი წამოიღეს და კვლევისთვის სმითსონის ინსტიტუტს გაუგზავნეს.

imageსამწუხაროდ, ამ მიწისქვეშა ქალაქის შესახებ სხვა ცნობები არ მოიპოვება და არც სმითსონის ინსტიტუტი ადასტურებს, საკუთარ მონაწილეობას აღნიშნულ ექსპედიციაში. ერთი ვერსიით, მიწისქვეშა კომპლექსის შესასვლელი ხელისუფლების მიერ არის გასაიდუმლოებული, რადგან არავის აწყობს უკვე არსებული და დადგენილი ისტორიის გადაწერა. მეორე ვერსიით კი, ეს სენსაციური ისტორია, მხოლოდ ჯ. კინკეიდის ფანტაზიის ნაყოფი იყო და სინამდვილეში, არანაირი მიწისქვეშა ქალაქი არ არსებობს.

მაგრამ, სხვა კვლევებით დასტურდება, რომ ძველი ეგვიპტელები ამერიკის ჩრდ. რეგიონებს 3000 წლის წინ უკვე სტუმრობდნენ და ინდიელებს წერა–კითხვას ასწავლიდნენ. მაგ., მიგმაქსის (Miꞌgmaq) ინდიელთა ტომის დამწერლობა ასობით იეროგლიფს შეიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, თითქმის უცვლელად, ძველეგვიპტური დამწერლობიდან არის გადმოტანილი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დამწერლობა კი არა, მათი ენაც, ნაწილობრივ, ეგვიპტური ენიდან არის ნასესხები. გაგრძელება >>>

რაც შეეხება სმითსონის ინსტიტუტს, გასული საუკუნის დასაწყისში, ის დიდ სკანდალში გაეხვია:

image1930 წ. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, XX ს. დასაწყისში, ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურებაში ედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, განადგურებული ჩონჩხების სიმაღლე, საშუალოდ, 6–დან – 12 ფუტს (1, 8 – 3, 65 მ.) შეადგენდა.

ხოლო მოპასუხე, აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. სასამართლოზე გარდამტეხი მომენტი დადგა, რაც მტკიცებულებად, მათივე საცავიდან, ჩონჩხების განადგურებამდე მოპარული, 130 სმ. სიგრძის ბარძაყის ძვალი წარმოადგინეს. სასამართლომ, ამის შემდეგ, მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების ფაქტის საჯაროდ აღიარება და იმ დოკუმენტების გამოქვეყნება დაავალდებულა, რომლებიც «ჩვეულებრივზე უფრო დიდი ადამიანების ძვლებს უკავშირდებოდა».

ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება, მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა. ხოლო, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, მათი აზრით, დარვინის ევოლუციის თეორიის დაცვა იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* 7 კმ–ს სიგრძის მატარებელი – რა არის ცნობილი მის შესახებ?

* ბანქო და კალენდარი – გამოცანა რუბრიკიდან, "რა? სად? როდის?" (პასუხი აქვს)

* სილურული ჰიპოთეზა: "ჩვენ არ ვართ პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე"

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით



2
796
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
796
  
30 სექტემბერი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

23 სექტემბერი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2