x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)

I. არის, თუ არა ჯეკი ცუდი თანამშრომელი?
თუ ის არ სვამს სამუშაოზე, მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ის ცუდი თანამშრომელი და უსაქმურია. როგორ ფიქრობთ, რატომ?


II. დაკარგული დრო

image


ლილიმ და მარიმ მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთს 14 სთ–ზე შეხვდებოდნენ. ლილი ფიქრობს, რომ მისი საათი 25 წუთით წინ არის. თუმცა, რეალურად, ის 10 წუთით უკან რჩება. მარი კი ფიქრობს, რომ მისი საათი 10 წუთით უკან არის. სინამდვილეში კი – 5 წუთით არის წინ. რა მოხდება, როდესაც, საკუთარი მაჯის საათის მიხედვით, დათქმულ ადგილზე, ორივე მივა?


III. «როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ოფიციალურ მიღებაზე?» – ასეთი იყო კითხვა, რომელიც ერთ–ერთმა ჟურნალმა, საკუთარი მკითხველ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დაუსვა. ამასთან, წარმოდგენილი იყო სამოსის სხვადასხვა ვარიანტი: საღამოს კლასიკური კაბებიდან – საქმიან კოსტიუმებამდე. გარდა ამისა, რესპონდენტებს საკუთარი ვერსიის დასახელებაც შეეძლოთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცების უმეტესობა ამ საკითხზე შეთანხმდა...

მაშ, ასე, რა უპასუხეს?


IV. მეტეორულ წვიმას ყვავილები მოაქვს

imageვარსკვლავების მტვერს დედამიწაზე, სხვა პლანეტებიდან, ყვავილების ნიმუშები მოაქვს. ერთ-ერთ მათგანს, სახელი ჯერ არ აქვს. დააკვირდით სურათს და გამოიცანით, ლოგიკის მიხედვით, თუ რა სახელი შეესაბამება ბოლო ყვავილს?

მინიშნება: ნუ მოძებნოთ ამ სახელებს ლექსიკონებში, უმჯობესია, ყვავილებს დავაკვირდეთ ყურადღებით.


V. რატომ აირჩია მფლობელმა თავისი მაღაზიისთვის ასეთი სახელი?
ნიუ-იორკში პატარა მაღაზიას «შვიდი ზარი» ჰქვია. თუმცა, გარედან 8 ზარი ჰკიდია. რატომ?


პასუხები:


image1. ჯეკი ალკოჰოლური სასმელის დეგუსტატორია

2. ლილი 35 წუთით დაიგვიანებს, მარი კი – 15 წუთით ადრე მივა.

3. «სწრაფად»

4. ბოლო ყვავილის სახელი — Cosmofilium Jupibristo იქნება. საჭირო იყო ანალოგიით ძებნა: პირველი სიტყვის პირველი ნაწილი (cosmo) — ყვავილის ფერია ცენტრში (იგივე ფერის გული აქვს ლურჯ ყვავილს). პირველი სიტყვის მეორე ნაწილი (filium) — გვირგვინის ფერია (იგივე ფერის არის I და V ყვავილი). მეორე სიტყვის I ნაწილი (jupi) — ყვავილის გულის ფორმაა (იგივე ფორმის გული აქვს II ყვავილს). მეორე სიტყვის მეორე ნაწილი (brito) — ყვავილის გვირგვინის ფორმაა (იგივე ფორმა აქვს IV ყვავილს).

5. მაღაზიის წინ გამვლელები, აუცილებლად შევლენ შიგნით, რომ გამყიდველს შეცდომის შესახებ უთხრან, ან შეუსაბამობის შესახებ იკითხონ... და შესაძლებელია, რამეც იყიდონ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გამოცანა იდუმალ კაპიტანზე (პასუხი აქვს)

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15

* რისი ეშინიათ ყველაზე მეტად პატარებს?.. და რას გრძნობენ, როდესაც მარტო ყოფნა არ უნდათ?

* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით



0
689
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0