x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134935
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
"თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი"-ვინ იყო გია აბესაძე და რატომ გადაწყვიტა რუსთაველის გამზირზე თავის დაწვა 1991 წელს?
გია აბესაძე 1956 წელს დაიბადა ზესტაფონში. იგი ექიმი, კარდიოლოგი გახლდათ. 1991 წელს რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად. "თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი."-წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.


image

მისი საქციელი ბევრისათვის ამოუცნობია, ზოგი მის ფსიქიკაზეც საუბრობდა. ვფიქრობ, განსახილველი არაა ის, რომ მან თავი სამშობლოს, საქართველოს შესწირა-ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავეს იმეორებდა-"გაუმარჯოს საქართველოს!"

"დაიწვა თავი იმიტომ, რომ შევარდნაძისაგან მართული ჭანტურია-წერეთელი გამოეფხიზლებინა
თავი დაიწვა ზვიადის ოპოზიციის მიტინგზე"-ამბობს პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

"ძალიან მტკივა გული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არ აღიარეს...მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია."-წერდა გია აბესაძის ერთადერთი ქალიშვილი ეკა, რომელსაც ბარათი დაუტოვა სიკვდილის წინ-"შვილო, მაპატიე, გაიზრდები, გამიგებ".



ძველ თბილისში ივერიის ქუჩის პარალელურად მდებარეობს გია აბესაძის სახელობის ქუჩა... საზოგადოების ერთმა ნაწილმა, სამწუხაროდ, საერთოდ არ იცის მისი ვინაობა, ერთი ნაწილი კი ითხოვს მისი ნეშტი ზესტაფონიდან თბილისში გადმოასვენონ და თავისუფლების მოედანს მისი სახელი უწოდონ.


image


გოჩა ფიფიას დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. მისი აზრით, გია აბესაძემ სამშობლოს შესწირა თავისი სიცოცხლე. მისივე თქმით, ეს ფილმი არ იქნება ბოლო. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ დაიკარგონ.


ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში ისმოდა ერთადერთი სიტყვა: "დიდებულია." საინტერესოა, რა არის დიდებული კინო თუ მომხდარი ამბავი...

1
1001
12-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1001
  
2018, 2 აგვისტო, 10:23
ეეეჰ,შე საწყალო გია,რა ტყუილად დაირუპე თავი ამ ნაგვების გამო....
0 1 1