ტენდენციები 14 რამ, რაც ბევრ ადამიანს აღაშფოთებს, მაგრამ არსებობს იმედი რომ ისინი ოდესმე მოდიდან გადავა 2022, 24 სექტემბერი, 14:43
მოდა მუდმივად გვკარნახობს ახალ ტენდენციებს და სისტემატურად ახდენს გარკვეული ნივთების პოპულარიზაციას, და ეს ტენდენცია მუდმივად ცვალებადია: რაც აქამდე აქტუალური იყო, ახლა სულ აღარ არის საინტერესო. სწორედ მოდის დამახურებაა ის, რომ ყოველდღე ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი მოდის, ხოლო რაღაცა კი - მიდის, თუ დღეს რაიმეს წარმატება აქვს, არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ ინტერნეტსივრცეში ადამიანები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში აქტუალური უკვე აღარ იქნება. პოპულარულ პლატფორმა "Reddit"-ზე, მოქალაქეები მსოფლიოში გამეფებულ მოდის ტენდენციებზე საკუთარ ვარაუდებს სრულიად თამამად გამოხატავენ. მოდით, ვნახოთ რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ სილამაზის სტანდარტებსა და თავსმოხვეულ ტრენდებზე.
ელექტრული სიგარეტი (ვეიპინგი)
ადამიანები საერთოდ ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს სასიამოვნო ასეთი შხამის შესუნთქვაში, რომელიც გარშემომყოფებსაც არანაკლებ დისკომფორტს უქმნის.
არც იმდენად ჭკვიანური ხუმრობები "Youtube"-ზე
ხშირად პრანკმა შეიძლება ადამიანის მდგომარეობასა და მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
ფილერით გადავსებული ტუჩები
უმრავლესობის აზრით, ბუნებრივი იერი მოდაში ოდესმე კვლავ აუცილებლად დაბრუნდება.
მხოლოდ "iPhone"-ის შეძენის ძლიერი სურვილი
ადამიანები გამუდმებით საუბრობენ ამ ტელეფონის ახალი მოდელის გამოსვლის შესახებ და მთელი საუბრები მხოლოდ ამაზეა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.
ინსტაგრამი
ადამიანების აზრით, ეს სოციალური ქსელი თანდათან სერვისების გაყიდვის ერთგვარ პლატფორმად იქცევა, რომელიც მალე მაღაზიის მსგავსი გახდება.
ბიჭები თმას იჭრიან, თუმცა თხემზე კუდს იტოვებენ
ბევრს მოზარდი ბიჭების თმის ასეთი ვარცხნილობა არ მოსწონს, განსაკუთრებით კი, გამაღიზიანებელია თუ თმა გვერდებზე მთლიანად აღებულია, ზემოთ კი მხოლოდ თხელი კუდია დატოვებული, როგორც ჩანს, ასეთი თმის ვარცხნილობაზე მოდა მალე გადავა.
ინფლუენსერები
დიდი ალბათობით ინფლუენსერობა მოდიდან არასოდეს გადავა, თუმცა ბევრ ადამიანს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები საუკეთესოებად არ ითვლებოდნენ.
წვეტიანი ფრჩხილები
ბევრს არ მოსწონს ხელოვნური, დაგრძელებული აკრილის ფრჩხილების ასეთი ფორმა. უმრავლესობას ასეთი მანიკური უბრალოდ აშინებს.
Tik Tok
ზოგი ფიქრობს, რომ არაერთ ადამიანს შერცხვება იმის გამო, რაც ადრე ამ პოპულარულ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ძალიან სქელი წარბები
ბუნებრივად სქელ და ლამაზ წარბებში ცუდი ნამდვილად არაფერია, მაგრამ ის, რასაც დღეს გოგონები აკეთებენ ძალიან არაბუნებრივად და არამიმზიდველად გამოიყურება.
"ინსტაგრამზე" ატვირთული ზედმეტად დამუშავებული ფოტოები
ადამიანებს ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ფოტოები ზედმეტად დამუშავებულია. განსაკუთრებით კი, არაბუნებრივად გამოიყურება, როდესაც რეკლამას კოსმეტიკურ ან სახის მოვლის საშუალებებს უკეთებენ.
დუნდულების გადიდება
მოდას აყოლილი გოგონები ყველანაირად ცდილობენ კიმ კარდაშიანს დაემსგავსონ, რომელიც თავის მხრივ ირწმუნება რომ მას ასეთი ფართო თეძოები ბუნებრივად აქვს, ბევრი მშვენიერი სქესის წარმომადგენელი კი ასეთი ფორმებისთვის აუგმენტაციაზე ზედმეტი ყოყმანის გარეშე მიდის.
პლასტიკური ოპერაციები
პლასტიკური ქირურგია შეიძლება ძალიან სასარგებლოც კი იყოს, მაგალითად, თუ ადამიანი ავარიაში მოყვება, მას სახის აღდგენა დასჭირდება, და ეს ბუნებრივია, მაგრამ დღეს, ბევრი ქალბატონი პლასტიკურ ოპერაციებს პოპულარული ადამიანების ყურებით იკეთებს. გარდა ამისა, ისინი უამრავ ბოტოქსსა და სხვადასხვა შემავსებლებს იკეთებენ, რაც ყველას ერთმანეთის მსგავსად აქცევს. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ოდესმე ამ ყველაფერზე მოდა საბოლოოდ დასრულდება.
პორტატული დინამიკები
ახალგაზრდები, რომლებიც პორტატული დინამიკებით გადაადგილდებიან გარშემომყოფებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიან. უკეთესია ისინი სახლში დარჩნენ და ისე უსმინონ საყვარელ მუსიკას.
|