x
image
არჩილ ვერულიძე
მოკვეთილი კიდურების ქვეყანა: კონგოს მოსახლეობის ცხოვრების საშინელებანი

image
ხელი კაუჩუკის სანაცვლოდ. არც ისე სახარბიელო გაცვლაა არა? მაგრამ კონგოს მაცხოვრებლები ასეთ მსხვერპლზე მიდიოდნენ. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.

ახლა ეს სახელმწიფო გაპარტახებულია სამოქალაქო ომებით და მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, მიუხედავად იმ რესურსებისა, რომელიც კონგოში მოიპოვება. კონგოს კოლონიზაცია მოხდა 1885 წელს და ის გახდა ბელგიის კოლონია. მას სათავეში ედგა ბელგიის მეფე - ლეოპოლდ II.
image
მსოფლიო საზოგადოების წინაშე მან განაცხადა, რომ ბელგიელების კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური აღმასვლა დაიწყო. ხოლო ყვეყნის მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუნჯობესდა. და საზოგადოებას სჯეროდა მეფის სიტყვების. მაგრამ ხმამაღალ განცხადებებს მეორე მხარე ჰქონდა, სისხლით, ტკივილითა და ტანჯვით დაწერილი.

ყალბი მფარველი
image

მთელი ორი ათწლეულის განმავლობაში ლეოპოლდმა მოახერხა მსოფლიოს მოტყუება, ჭეშმარიტი მდგომარეობის დამალვა. მისი მმართველობის ეპოქა კონგოს მაცხოვრებლებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა დედამიწაზე. ხალხის სასტიკად ექსპლუატაცია მოხდა იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც თავად ბელგიელებმა დაწერეს კოლონიისთვის.

კონგოს მთავარი პროდუქტი იყო კაუჩუკი. ადგილობრივებისთვის კი მისი წარმოების სტანდარტებს ადგენენ. თავიდან აფრიკელებს კვირაში 40 საათი უწევდათ ფულადი ანაზღაურების გარეშე მუშაობა. შემდეგ კი მათი შრომა თითქმის სრულიად უფასო გახდა.
image
ხელისუფლებამ იპოვა მომგებიანი გზა, რათა გაეზარდა სამუშაოს პროდუქტიულობა და ხარისხი. მათ შესაძლებელი გახადეს ჰევეას პლანტაციებიდან მოპოვებული ნედლეულის მაჩვენებლების თითქმის 40-ჯერ გაზრდა. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გეგმის შეუსრულებლობისთვის მუშებს ნაჯახის მეშვეობით სჯიდნენ.
image
დანაშაულისთვის სასჯელი დახვრეტა იყო. მაგრამ მეთვალყურეები, კერძო არმიის „საჯარო ძალების“ მებრძოლები სხვა გზით წავიდნენ: ისინი უბრალოდ ხელებს კვეთდნენ ადამიანებს. მათ უნდა წარმოედგინათ ანგარიში ყოველ დახარჯულ ვაზნაზე. ავაზაკებმა ცბიერებით შეძლეს წესების გადალახვა: ადგილობრივ მონადირეებს ვაზნები მიჰყიდეს, , დამნაშავეებს კი უბრალოდ ხელებს აჭრიდნენ.

საშინელებაა ამის დაჯერება, მაგრამ ადამიანის კიდურები გაცვლით ვალუტად იქცა. მალე მოკვეთილი კიდურებით აივსო კალათები... თუ ერთი სოფლის პროდუქტიულობის მაჩვენებლები - კაუჩუკის, სპილოს ძვლის ან უბრალოდ მოსავალის დაბალი აღმოჩნდებოდა, მაცხოვრებლები თავს ესხმოდნენ მეორეს, რათა მეფის მიერ დაწესებული გადასახადი გადაეხადათ და თავი დაეღწიათ საშინელი ტანჯვისთვის.

მონაწილეთა და თვითმხილველთა ჩვენებები
image
შარლ ლემერი:



კონგოში ყოფნის დროს ვიყავი ეკვატორის ოლქის უმაღლესი კომისარი. როდესაც საქმე კაუჩუკს ეხებოდა, მაშინვე ვწერდი მთავრობას: «თუ რეგიონში კაუჩუკის შეგროვება გსურთ, მაშინ ხელების, ყურებისა და ცხირების მოკვეთა გახდება საჭირო.

1891 წლის 14 ივნისს დილის 5 საათზე გაიგზავნა ზანზიბარელი მეჩუდი 40 ჯარისკაცით ნკოლეს დასაწვავად. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

1892 წლის 13 ივლისს ლეიტენანტმა სარაზაინმა ჩაატარა რეიდი ბომპოპოს სოფლებში. დაიღუპა 20 მკვიდრი, ტყვედ ჩავარდა 13 ქალი და ბავშვი.
image
1895 წლის 21 ივნისი, ჩამოსვლა იამბისში 10.20 საათზე. ტერიტორიის გასასუფთავებლად ჯარისკაცთა რამდენიმე ჯგუფი გაგზავნეს. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი 11 თავით და 9 პატიმარით დაბრუნდნენ. გემმა, რომელიც დევნაში 22 ივნისს გაიგზავნა, კიდევ რამდენიმე თავი მოიტანა. მეორე დღეს კიდევ სამი დაკავებული და სამი თავი მოიტანეს. ჯარისკაცებმა დახვრიტეს მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილს ეძებდა. ჩვენ გადავწვით სოფელი.

image
დამსჯელები ასახიჩრებდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს უბრალოდ გასართობად. ხოლო თუ ვაზნების მოხმარება ნორმას აჭარბებდა, პირველივე შემხვედრს იჭერდნენ და ხელებს აჭრიდნენ. კონგოს მოსახლეობა ბელგიელების ბატონობის პირველი 40 წლის განმავლობაში 15%-ით შემცირდა. მკვეთრად დაეცა შობადობა, გავრცელდა დაავადებები და შიმშილმა მოიცვა ქვეყანა.
image
მსოფლიო საზოგადოებამ ვერ შეამჩნია ან, უფრო სწორად, ამჯობინა არ შეემჩნია ბელგიელების მიერ ჩადენილი სისასტიკე. ლეოპოლდმა თავისი პოლიტიკა ახსნა მეომარი ტომების მიერ გამოვლენილი აგრესიით. თითქოს მათგან უხდებოდათ თავის დაცვა. მისიონერების წყალობით მსოფლიომ მაინც შეიტყო საშინელი სიმართლე. და ლეოპოლდი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იძულებული გახდა უარი ეთქვა კოლონიაზე და გადაეცა იგი ბელგიის მთავრობისთვის 1908 წელს.
image
მას არ უგრძვნია სინანული მილიონობით დანგრეული ადამიანური ცხოვრებისა და დაღუპულების გამო.


2
310
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
310
  
2022, 27 სექტემბერი, 1:52
"ცივილიზებული" თეთრები
2022, 23 სექტემბერი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2