საზოგადოება კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“ 2022, 23 სექტემბერი, 14:01 ![]() „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა მომხმარებლებს. 17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და „მასტერქარდის“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში - “ერთად ბავშვებისთვის“, „მასტერქარდით“ გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდა. „კარფური“ და „მასტერქარდი“ ერთობლივად ეწვივნენ თბილისის 202-ე და 203-ე საჯარო სკოლებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები დაურიგეს. ![]() „მასტერქარდი“ ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს მართავს. ის ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. ![]() „კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებული და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე. R 6 1-ს მოსწონს
|