საზოგადოებრივი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში 2022, 23 სექტემბერი, 11:37 საქართველოს პირველი რესპუბლიკა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) არსებობდა 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ცალკეულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც დაიშალა სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (არსებობდა 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე). რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ჯარებმა მოახდინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ძალისმიერი დაკავება, ამის შემდეგ მან საქართველოში დასვა თავისი ხელისუფლება, თუმცა ოფიციალურ დონეზე არ გაუუქმებია საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ამის ნაცვლად ჩამოყალიბდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1922 წლის 12 მარტამდე. საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა 1922 წლის 12 მარტს შეუერთდა ახალწარმოქმნილ ქვეყანას, სადაც გაერთიანდნენ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკა და აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკა. ამ ქვეყანას ეწოდა ტრანსკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა / სამხრეთ კავკასიის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე. ამ პერიოდში (1922 წლის 30 დეკემბრიდან 1936 წლის ის იყო საბჭოთა კავშირის კონ-ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბრიდან სამხრეთ კავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა იქცა საბჭოთა კავშირის უფრო დაბალი სუვერენიტეტის მქონე ნაწილად, ვინაიდან იქამდე ის საბჭოთა კავშირის არა ფედერაციული, არამედ კონ-ფედერაციული ნაწილი იყო. აქ წარმოგიდგენთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერლების სიას 1918-1921 წლებში: 1. ასლან აბაშიძე (ასლანბეგი), იბრაჰიმის ძე (1877-1924) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918 წლიდან). 2. გიორგი ამირეჯიბი, სარდიონის ძე (1880-1919) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918 წლიდან). 3. კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, ნიკოლოზის ძე (1867-1922) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919 წლიდან). მარცხნიდან: გენერალი, საკავალერიო პოლკის მეთაური დავით აფხაზი, პოლკოვნიკი გიორგი აფხაზი და გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და გენერალ-მაიორი კოტე აფხაზი. კოტე აფხაზი და ძმანი მისნი სიცოცხლით სავსე იდგა მაისი და განაჩენი იყო დახვრეტა ქუდი ეხურა ყველას თავისი ჯალათი წეკოს ხელით ახვევდა. უკანასკნელი თხოვნა - ქეიფი დუქანს ბადრაგმა მოავლო ალყა, რომ დაინახა ლხინის ქეიფი განცვიფრებული სუფრასთან დაჯდა. ისევ სამშობლოს ცა ადღეგრძელეს, გზა დაულოცეს ერთმანეთს მაღლა, მერე წამოდგნენ, ჩაბარდნენ მხლებლებს და დასახვრეტად ჩამოდგნენ წყნარად. ტყვია ითხოვა კოტე აფხაზმა მოძმეთ წაქცევა რომ არ ეხილა და ოფიცერმა ბრძანება გასცა იმისთვის უწონ იფეთქა ზათქმა. მუნჯი მუხიდან აფრინდა ყვავი დადგა სიჩუმე სიტყვაზე ავი, გაოგნებული იდგა ბადარი, იწვნენ ქართველნი, მამულის ყადრი... ლექსის ავტორი: თეიმურაზ მეჭურჭლიშვილი. 2000 წ. 4. სტეფანე ახმეტელი (ახმეტელაშვილი), გიორგის ძე (1877-1921) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენოსანი (1917) და თამარ მეფის ნიშნის მფლობელი (1918). 5. ზაქარია ბაქრაძე, დიმიტრის ძე (1868-1939) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1915), წმ. გიორგის III ხარისხის ორდენი (1915). 6. ლავრენტი ბალუაშვილი, იოსების ძე (1868-1919) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919). 7. იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინეს ძე (1872-1932) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918), წმ. გიორგის ჯვრის IV ხარისხის ორდენი (1918). 8. კონსტანტინე გელოვანი, ლევანის ძე (1873-1932) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1915) და წმ. გიორგის ჯვრის III ხარისხის ორდენი (1918), დიდი ბრიტანეთის სამხედრო ჯვარი. 9. გიორგი ერისთავი, ნიკოლოზის ძე (1875-1947) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918). რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ადიუტანტი. ქსნის ერისთავი. ერეკლე მეორის შთამომავალი. გიორგი ერისთავი მეუღლესთან, მერი შერვაშიძესთან ერთად. ეს ის მერია, გალაკტიონს რომ უყვარდა და ცნობილი ლექსი "მერი" მიუძღვნა. გიორგი ერისთავი და რუსეთის იმპერიის უფლისწული, დიდმოწამე ალექსი რომანოვი. 1910-იანი წლები, ლივადია. 10. სიმონ ესაძე, სპირიდონის ძე (1868-1927) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918). 11. ირაკლი ვეზირიშვილი, იოსების ძე (1866-1921) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), მთავარი სამხედრო პროკურორი. 12. ალექსანდრე ზაქარიაძე, ყარამანის ძე (1884-1957) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915) და წმ. გიორგის ჯვარი (1917). 13. გიორგი თავაძე, ვახტანგის ძე - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1918). 14. გიორგი თაყაიშვილი, კონსტანტინის ძე (1881-1921) - საქართველოს არმიის ინჟინერ-გენერალი (1918). 15. ალექსანდრე კონიაშვილი, გიორგის ძე (1873-1951) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1916). 16. არკადი მიქაშავიძე, ნიკოლოზის ძე (1876-1971) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1917). 17. დავით რატიშვილი, ბეჟანის ძე (1881-1937) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918). 18. იოსებ როინიშვილი, ნიკოლოზის ძე (1874-1921) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918), სამხედრო სასამართლო მთავარი სამმართველოს უფროსი. 19. გიორგი სუმბათაშვილი, ნიკოლოზის ძე (1882-1921) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1915) და წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915). 20. გიორგი ქავთარაძე, მიხეილის ძე (1858-1921) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1921). 21. სოლომონ ყარალაშვილი, გაბრიელის ძე (1870-1924) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919). 22. ზაქარია ყიფშიძე, თევდორეს ძე (1873-1938) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1918). 23. ივანე ჯაფარიძე, დავითის ძე (1867-1934) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1920). 24. არტემ ჯიჯიხია, მურზაყანის ძე (1874-1938) - საქართველოს არმიის გენერალ-მაიორი (1919). 25. ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი, ანთიმოზის ძე (1887-1924) - საქართველოს სახალხო არმიის სარდალი. მარცხნივ - ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. მარჯვნივ გვარდიის სარდალი და ამავდროულად დამფუძნებელი კრების წევრი - ვალიკო ჯუღელი. 26. ნესტორ გარდაფხაძე, გრიგოლის ძე (1867-1924) - საქართველოს არმიის გენერალი. 27. ივანე ყაზბეგი, ნიკოლოზის ძე (1860-1944) - საქართველოს სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი. პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი (1926 წლიდან). 28. ლეო კერესელიძე, მათეს ძე (1885-1943) - 1919 წელს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის შეთანხმებით დაინიშნა გენერლად და მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. ის იყო სამხედროსთან ერთად პოლიტიკური მოღვაწე და ჟურნალისტი. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1921 წლის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. 29. გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) - რუსეთის იმპერიის გენერალი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი. ის დაიბადა სოფელ სასირეთში. მისი მშობლები იყვნენ ქრისტინე გლურჯიძე და მამა იყო რუსი ოფიცერი ივანე მაზნევი, რომელმაც ქართველი მეუღლე, ქრისტინე და მისი სამშობლო ისე შეიყვარა, რომ შვილებს გვარი მაზნიაშვილად გადაუკეთა ქართულ ყაიდაზე. ორივე მშობელმა შვილები ქართული კულტურით და შეგნებით გაზარდეს. ის მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში და დაჭრილს ლაზარეთში თავად რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ქალიშვილები უვლიდნენ. ის ასევე იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. რომ აღარაფერი ვთქვათ მის ღვაწლზე საქართველოს წინაშე, რომელიც ფასდაუდებელია. ის 1937 წლის ცნობილი დიდი რეპრესიების დროს დახვრიტეს. (იხ. წყარო). როცა დახვრეტის განაჩენის შესახებ გაიგო, თქვა: თუ ერთი გაბზარული თაობა დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყენა და არც სიკვდილით მთავრდება." "მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ!" კრებულები:1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. სხვადასხვა - ნაწილი I 6. სხვადასხვა - ნაწილი II 7. ქართული მითოლოგია 8. რელიგია 9. საქართველო - ნაწილი I 10. საქართველო - ნაწილი II 11. ქართული სახელმწიფოები 12 პროტოქართველები 13. კავკასიური კულტურები 14. პარანორმალი 15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე294 1-ს მოსწონს |
1. მამამისი იყო სასირეთში ჩასიძებული და შემდგომ გვარგადაქართულებული რუსი ოფიცერი – ივან მაზნევი.
2. მამამისი იყო რუსის ჯარში მომსახურე სასირეთში ჩასიძებული ქართველი ოფიცერი – ივანე მაზნიაშვილი.
ისტორიკოს უჩა მურღულიას აზრით, ის წარმომავლობით ქართველი ყოფილა-ო.
შეგიძლიათ დაგუგლოთ და გაეცნოთ შემდეგნაირად:
"უჩა მურღულიას ბლოგი - გიორგი მაზნიაშვილი"
მაგრამ თავად გენერლის შვილობილის შთამომავალი, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე სხვა ისტორიას ჰყვება და ადასტურებს, რომ ის წარმოშობით რუსი იყო, გვარად მაზნევი. ამ სტატიას, სადაც ანუკი არეშიძე ამაზე საუბრობს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სათაურით:
"უცნობი დეტალები დიდი გენერლის ცხოვრებიდან - kvirispalitra"