საზოგადოება
ცენტრალური აზიის ხალხებს, რომლებმაც მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე ნაკლები ხნის წინ სავალდებულო სამხედრო სამსახური ელით
2022, 22 სექტემბერი, 17:18
თუ ისინი არ გამოცხადდებიან სამხედრო სამსახურში, მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას მათ ახლობლებს. ასეთი განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, კირილ კაბანოვმა.
![ცენტრალური აზიის ხალხებს, რომლებმაც
მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე
ნაკლები ხნის წინ სავალდებულო
სამხედრო სამსახური ელით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092217073390701.png)
კერძოდ მან განაცხადა, რომ ამზადებს წინადადებას რუსეთის ფედერაციის ახალი მოქალაქეებისთვის (მათ, ვინც მიიღო იგი 10 წელზე ნაკლები ხნის წინ). ცენტრალური აზიის მკვიდრნი გაწვეულნი იქნებიან წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სავარაუდოდ, ეს შეიძლება შეეხოს ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ყოფილ მოქალაქეებს. სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში მათ ჩამოერთმევათ მოქალაქის სტატუსი.
![ცენტრალური აზიის ხალხებს, რომლებმაც
მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე
ნაკლები ხნის წინ სავალდებულო
სამხედრო სამსახური ელით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092217113090701.png)
«სამხედრო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას უნდა მოჰყვეს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას არა მხოლოდ სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელი პირირის მიმართ, არამედ მისი ოჯახის წევრების მიმართაც»
![ცენტრალური აზიის ხალხებს, რომლებმაც
მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე
ნაკლები ხნის წინ სავალდებულო
სამხედრო სამსახური ელით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092217141490701.png)
კაბანოვის თქმით, ასეთი ინიციატივა „იყო ადეკვატური პასუხი ზემოაღნიშნული ქვეყნების ხელისუფლების ოფიციალურ აკრძალვაზე მათი მოქალაქეების "სპეცოპერაციაში" ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, რისთვისაც მათ სამშობლოში ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ."