სიახლეები ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 2022, 22 სექტემბერი, 14:35 ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამხმაში მონაწილე გრიგოლ ნარსიას გარშემო გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ასეთი ნაბიჯი ბავშვის ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადადგა. ნარსიამ თავად განუცხადა ადვოკატებს, რომ მის არასრულწლოვან შვილს გულის მანკი აქვს, შვილის სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდა. "შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია“.-განაცხადა დაკავებული ნარსიას ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.და ეს ვესია გავრცელდა ქართულ მედიაშიც. "ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის ითხოვდა 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს რუსულ დროშას და ანკესს, თან აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.შემდეგ მისი მოთხოვენები შეიცვალა და 1, 5 დოლარზე ჩამოვიდა. . 135 4-ს მოსწონს
|