x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ქართველების გაქცევა და რუსეთის მოქალაქეების შემოდინება
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი და მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება მეორე ქვეყანა, რომელმაც იმდენი უბედურება დაატეხა თავს საქართველოს, რამდენიც რუსეთმა, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სარგებლობენ ყველაზე ლიბერალური სავიზო რეჟიმით, რასაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.


რუსები


როგორც ვებგვერდი passportindex.org იუწყება, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს წელიწადში 360 დღის მანძილზე შეუძლიათ დარჩენა, ეს საქართველოა. სხვაგან არსად, თვით რუსეთის სატელიტი სომხეთის ჩათვლით, რუსებს ამდენი ხნით დარჩენა არ ძალუძთ. ზოგ ქვეყანაში დასარჩენად მათ დიდი ქრთამის გადახდა უწევთ (მაგ. უზბეკეთსა და ტაჯიკეთში), ზოგგან კი რუსებს ვიზითაც არ იღებენ (მაგ. ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთში).


მსგავსი სავიზო ლიბერალიზმი, რითაც საქართველო რუსეთის მოქალაქეებს ეგებება, აღმაშფოთებელია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ საკუთრივ რუსეთში უმკაცრესი სავიზო რეჟიმი მოქმედებს. რუსეთი ქართველებისთვის პრაქტიკულად ჩაკეტილია.



რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად დააბიჯებენ ჩვენს ქვეყანაში და მათი რიცხვი დღიდან დღემდე და საათიდან საათამდე მატულობს.


წელიწადში 360 დღე რუსები საქართველოში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის დადგენილების თანახმად. მანამდე რუსებს მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ საქართველოში ყოფნის უფლება. სწორედ პრემიერმა ღარიბაშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მიანიჭეს რუსეთის მოქალაქეებს ეს უზარმაზარი უფლება.


მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, საქართველოში ყოფნის 360 დღე უსასრულოდ გაიხანგრძლივოს. საამისოდ საჭიროა, თუნდაც 1 საათით საქართველოდან გადავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში (მაგ. სომხეთში). ამის შემდეგ მას შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში და კვლავაც 365 დღის მანძილზე მას ვერავინ შეეხება.


ნეოკოლონიალიზმის გარდა რა შეიძლება ამას ეწოდოს?


ბატონს ყოველთვის შეუძლია მონის საცხოვრისს მიაკითხოს, მონას კი იგივე არ ძალუძს.


“Бежали робкие грузины.” - ამბობს ლერმონტოვი თავის პოემაში “დემონი, ” რომელიც მან 1839 წელს გამოაქვეყნა. საინტერესოა, ამ პოემის გამოქვეყნებიდან 183 წლის თავზე გაქცევის უნარი მაინც თუ გვაქვს შემორჩენილი.


“როგორ არ გვაქვს?! გვაქვს და აკი გავრბივართ კიდეც?” სიამაყით იკითხავს რომელიმე გურჯაანელი ან ხაშურელი მიხო (იგივე მაიკლი), რომელიც რუსების უკონტროლო შემოდინებას მამაცურად გაექცა ნიუ-იორკში მექსიკის გავლით. ეს მიხო (აწ უკვე მაიკლად წოდებული) განცხრომით გადაკოტრიალდება თავის საწოლზე, მოწრუპავს კოკა-კოლას, ჩაკბეჩს ჰამბურგერს და დიდ თვითკმაყოფილებას იგრძნობს, როცა იმ ადამიანებზე დაფიქრდება, რომლებიც საქართველოში დავრჩით და რომლებსაც აზრადაც არ მოგვდის ქვეყნის დატოვება და ამერიკაში საცხოვრებლად გამგზავრება. ის ვერასოდეს ვერ მიხვდება, თუ რატომ ვრჩებით ჩვენ საქართველოში.


და იქნებ სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის უდიდესი ტრაგედია?

13
251
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
251
  
2022, 23 სექტემბერი, 18:53
პროპაგანდონი მამაშენია სურენა, მე საღად მოაზროვნე ქართველი ვარ შენ კი ნაც ბოზ ბანდის წევრი, ქსენოფობი, გამოპატრიოტებული, ქვეყნიდ დაღუპვის მაღალი დონის "სპეციალისტი", ფუჰ თქვენი, როდის გადაშენდებით. მადლობა ღმერთს ბევრნი აღარ დარჩით.
2022, 23 სექტემბერი, 17:52
შენი სხვა კომენტარები ვნახე, რუსი პროპაგანდონი ყოფილხარ, რა უნდა გელაპარაკო ქართველი რომ რუსს პროპაგანდონად დაუდგება. მალადეც
2022, 23 სექტემბერი, 16:03
ერთი შენა ხარ პატრიოტი, მეორე სააკიანცი. ეხლა მოკლედ, მე შენ მისამართს გეტყოდი, მაგრამ არა, შენთვითონ მიხვდები( ამას გაწვდება შენი ტვინი) წადი იქ, ნებას გაძლევ სირბილით წახვიდე, როცა მიირბენ ეგრევე არ დააჯდე. ცოტა სული მოითქვი. შენისთა გამოპატრიოტებულებს ძალიან მოწონთ, შენც მოგეწონება, ჰოდა ყოველ ჯერზე ნა ხუიზე რომ არ გაგზავნო მრავალჯერად აბონიმენტს მოქცემ, შეგეძლება მიზეზით და უმიზეზოდ ხშირ ხშირად ირბინო იქ.
ოღონდ აბონიმენტი არ დაკარგო იცოდე, მეტს აღარ მოგცემ, შენისთანები ბევრნი არიან იმათაც ხომ უნდათ.
2022, 23 სექტემბერი, 11:59
კი, ყველა პატრიოტი ქართველი თავის მამის სახელს "იჩ" დაბოლოებით მოიხსენიებს. რუსი ვანიას წიხლის მადლი შეგეწიოს
2022, 23 სექტემბერი, 10:46
ჩემი სახელია ლავრენტი მამაჩემს ჰქვია პავლე ე. ი. მე ვარ ლავრენტი პავლოვიჩი, გასაგებია! ტყუილი ის დაწერე რომ საკიანცი დავით აღმაშენებელს გაუტოლე.
2022, 23 სექტემბერი, 10:15
ლავრენტი პავლოვიჩი ხომ ნამდვილი სახელი და გვარია რას ამბობ. ჰოდა ამ გახსენებაზე - რა დავწერე აბა ტყუილი
2022, 23 სექტემბერი, 7:27
ივანე მაჩაბელი არ არის შენი ნამდვილი სახელი, შენ ხარ ჭიჭიკო ჯამჭურჭელ მოლოკაშვილი ან რაიმე ამდაგვარი, ჰო ამ გახსენებაზე შენი IQ რამდენია.
2022, 22 სექტემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 12:39
რომ გადაიანგარიშო ალბათ 1500 წელი ალბათ მეტიც საქართველო კოლონია იყო, ერმა იცის კოლონიაში ცხოვრება, თავისუფლებაში არ იცის. ერთი მიშიკო გყავდათ რაღაც შანსის მომცემი და ციხეში გიზით. თქვენი არჩეული გზაა - მორჩა წუწუნი
2022, 22 სექტემბერი, 9:00
შეხედეთ ნაცეთს,მთელი ძალაუფლების მანძილზე პოზიციონირებდნენ ანტი რუსული ძალა,მაგრამ მის დროს მოხდა მთელი სტრატეგიული ობიექტების რუსებზე მიყიდვა,ავად სახსენებელი უვიზო რეჟიმის მიღება,2008 წლის ომი და დარღვეული ხელშეკრულებები,რამაც ზემო აფხაზეთიც დაგვაკარგინა. საომარ მოქმედებას იწყებდა ქვეყანა და მთავარსარდალი არ ესწრებოდა შტაბის შეკრებას,თავდაცვის მინისტრმა ორი საათი დააგვიანა,რაზე მეტყველებს ეს? ასევე,საომარი სიტუაციის დროს საქმეში ერთვება თავდაცვის ძალები და მისი წინამძღოლობით ხორცილედება და ისახება გეგმები,ხოლო შინაგანი ძალები მათ ზურგს ამაგრებენ. რა მოხდა 2008 წელს,შსს ნაწილები გახდა წამყვანი ოპერაციაში და მიეცა დავალება ისეთი,რაც მათი სპეციალიზაცია არ არის. მეოთხე ბრიგადა ლომის ხახაში ჩააგდე,რადგან შსს ძალებმა ამოცანა ვერ შეასრულეს ქალაქ ცხინვალში,რაც არ არის გასაკვირი. მესამე ბრიგადამ ვერ გადაწყვიტა,მიყოლოდა გეგმას თუ უკან დაეხია. ამაზე მავნებლობა იცით რამე კიდევ? თან ანტი რუსული ძალა არის ნაცეთი თურმე. თუნდაც ელენიკო ხოშტარია როგორ პოზიციონირებს და თურმე ფულს საიდან იღებს. კი თქვა რო სამემკვიდრეო გადასახადიაო,მარა დაუჯერებელია. თქვენი აზრით,ფულის გადარიცხვის დანიშნულებაში რას უწერენ აგენტებს? მოღალატის სარგოს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10