სხვა 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა 2022, 28 სექტემბერი, 10:14 საჯარო სივრცეში რეგულარულად ჩნდება "ფეიკები", რომლის გაქარწყლება, ასევე რეგულარულად ხდება. მაგრამ, როდესაც უკვე დამტკიცებულია, რომ მორიგი სენსაცია ტყუილია, ბევრ ადამიანს მისი ისევ სჯერა – მაგ., ისე, როგორც ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევებში. I. ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, სიცრუის აპარატის უტყუარობა, მეტად გადაჭარბებულია. ხოლო, შედეგი არაერთ ფაქტზეა დამოკიდებული. მათ შორის, ადამიანის გულწრფელობა – მთავარი, ნამდვილად, არ არის. II. ითვლება, რომ ადამიანი საკუთარი ტვინის რესურსის მხოლოდ 10% იყენებს. სინამდვილეში, ჩვენ მის პოტენციალს სრულად ვიყენებთ – ვისაც რამდენი შეუძლია. III. "კვების პირამიდები" რამდენადაც პოპულარულია, იმდენად არასწორია: კვების სტრუქტურა დამოკიდებულია როგორც რეგიონზე, ისე ასაკზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. IV. ბევრი თვლის, რომ ძაღლის ხახა, ბაქტერიული თვალსაზრისით, უფრო სუფთაა, ვიდრე ადამიანის პირი... და ყოველგვარი შიშის გარეშე, კოცნიან საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს და მათ ცხვირ–პირის მოლოკვის უფლებას აძლევენ. სინამდვილეში, ძაღლის ხახაში უამრავი ბაქტერიაა, მათ შორის ისეთიც, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მაგრამ შეუძლია, პრობლემები ადამიანს შეუქმნას. V. ითვლება, რომ გაციების (სურდოს) მიზეზი, უბრალოდ, ცივ გარემოში მოხვედრისას, შეციებაა. სინამდვილეში, გაციება, ვირუსებით გამოწვეული დაავადებაა. "გაყინვას" კი, მხოლოდ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის გამარტივება შეუძლია. მაგრამ, თუ ვირუსი არ არის, არც სურდო იქნება. VI. მგლების იერარქია, თავში ალფათი და ქვემოთ – ომეგათი – მეცნიერთა შეცდომაა. ორიგინალური სტატიის ავტორმა, ამ მოსაზრების უარყოფა, ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა... და ახლა უკვე, ამ მითს, 30 წელი ებრძვის. VII. ითვლება, რომ გაპარსვის შემდეგ ამოსული თმა, უფრო სქელი და ხშირია. რეალურად, ეს ასე არ არის – წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი თმის ამოსაყვანად, თავის გადაპარსვა საკმარისი იქნებოდა. * ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის* წარმატების მიღწევის ერთადერთი ხერხი* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება* რომელი ხორცია უკეთესი ჯანმრთელობისთვის? (რეიტინგში საქონლის ხორცი ბოლო ადგილზეა)* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?3173 5-ს მოსწონს
|