ფოტოგრაფია მდიდარი ისტორიის მქონე იშვიათი რეტრო ფოტოები, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს 2022, 30 სექტემბერი, 16:32 ძველ ფოტოებს წარმოუდგენელი ხიბლი აქვთ - ისინი საოცრად დახვეწილი, გულწრფელი და საინტერესოა. წარსულის ნებისმიერი მოვლენა მათ ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, მთელი დოკუმენტური სიზუსტით გადაეცემათ. დღევანდელ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანებისა და საინტერესო, ისტორიული მოვლენების ამსახველი უნიკალური კადრები, რომლებიც აქამდე არსად გინახავთ.![]() 1. ვისოცკების წყვილი პარიზში, 1977 წლის 17 ნოემბერი![]() 2. ბრიუს ლი ოჯახთან ერთად, 1972 წელი![]() 3. ქალთა სამეფო არმიის კორპუსის წევრი, კოლეგებს ახალ ტატუს უჩვენებს, დიდი ბრიტანეთი, 1943 წელი
![]() 4. აღმოსავლეთ ბერლინის მცხოვრებლები თავიანთ შვილებს დასავლეთ ბერლინში მცხოვრებ მშობლებს უჩვენებენ, 1961 წელი![]() 5. ჯილიან ლი ანდერსონი - ამერიკელ-ბრიტანელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ვარსკვლავი, აქტივისტი და მწერალი![]() 6. ბიჭები ავტომატებში ეროტიკულ ფოტოებს ათვალიერებენ, 1938 წელი![]() 7. ჩოგბურთელების რიჩარდ კრაიჩეკისა და მალივაი ვაშინგტონის რეაქცია 23 წლის მელისა ჯონსონის დანახვისას![]() 8. არყის რიგი, ლენინგრადი, სსრკ, 1990 წელი![]() 9. ყველაზე "სიმპათიური" მამაკაცი ბოდის ტომის ეთიოპელი ქალების აზრით, ეთიოპია, 2013 წელი![]() 10. კომპანია "Apple I"-ის პირველი კომპიუტერი, 1976 წელს სტივ ვოზნიაკის მიერ გამოგონილი. ჯამში სულ ასეთი დაახლოებით 200 ცალი იყო აწყობილი. 2014 წელს შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ აუქციონზე ჰენრი ფორდის მუზეუმმა "Apple I"-ის ერთ-ერთი სამუშაო ეგზემპლარი რეკორდულ ფასად 905 000 დოლარად შეიძინა. თავდაპირველად "Apple I"-ის ღირებულებამ 1976 წელს 666, 66 $ შეადგინა.![]() 11. 7 000 თვითმფრინავის სასაფლაო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა, არიზონა, 1946 წელი![]() 12. აშშ-ს სამხედრო ბაზა პერლ ჰარბორის ნავსადგურში იაპონური გადამზიდავი თვითმფრინავების დაბომბვის შემდეგ, ჰავაი, 1941 წლის 7 დეკემბერი![]() 13. ჰონდურასელი სამხედროები გარდაცვლილი სალვადორელი ჯარისკაცების ცხედრებს ათვალიერებენ. ომის უშუალო მიზეზი იყო ჰონდურასის ნაკრების წაგება ელ სალვადორის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი - ოფის მატჩებში. ფეხბურთის ომი. 1969 წლის 18 ივლისი![]() 14. 1964 წლის ქალის ღია საცურაო კოსტიუმი, ამერიკა![]() 15. 1960-იანი წლების ბრიტანელი მსახიობი - Eve Eden![]() 16. ჩარლი ჩაპლინი![]() 17. ინგლისელი მობილური ბიბლიოთეკარი, 1930-იანი წლები, ლონდონი![]() 18. ბედნიერი უოლტ დისნეი "დისნეილენდის" გახსნის დღეს, 1955 წელი![]() 19. ლონდონის "ეროვნული გალერეის" დაცარიელებული დარბაზი მეორე მსოფლიო ომის დროს: ყველა ნახატი ნაცისტებისგან იქნა გადამალული.![]() 20. დატყვევებული გერმანელები მოსკოვისა და თბილისის "დინამოს" შორის გამართული მატჩის შემდეგ შესვენებისას ფეხბურთის მოედანს ასუფთავებენ, მოსკოვი, 1945 წელი1468 შეფასება არ არის |