x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
10 ცნობილი მსახიობი, რომლებიც თითქოს ერთსა და იმავე როლს თამაშობენ სხვადასხვა ფილმებში

image
მსახიობის საქმიანობა თავისთავად გულისხმობს გარდასახვას, რადგან დღეს შეიძლება იყო უოტსონი, ხვალ კი უკვე ჰობიტი. თუმცა, ბევრ პროდიუსერს ურჩევნია გამოიყენოს ერთი და იგივე მსახიობები იმ პერსონაჟების შესასრულებლად, რომლებიც წყლის ორ წვეთივით ჰგავს უკვე შესრულებულ როლებს. ალბათ ამაში თავად მსახიობები არიან დამნაშავენი, როდესაც უნაკლოდ ასრულებენ ერთი იმიჯის როლებს, ან თავად თავად მაყურებელიც არის დამნაშავე, რადგან საიდუმლო არ არის, რომ ადამიანებს ერთი და იგივე უყვართ, მხოლოდ სხვა შეფუთვაში. როგორც არ უნდა იყოს, წარმოგიდგენთ ცნობილ მსახიობებს, რომლებიც თითქოს ერთნაირ როლებს ასრულებენ სხვადასხვა ფგილმებში:

1. დუეინ ჯონსონი

ყველა ფილმში დუეინ ჯონსონი თამაშობს დუეინ ჯონსონს. ის ყოველთვის მკაცრი და გაბედული, სპეციფიკური იუმორის მქონე დაკუნთული ბიჭია და სიკეთის მხარეს დგას.image

2. ადამ სენდლერი

ადამ სენდლერს რამდენიმე ფილმის გამოკლებით, მხოლოდ კომედიები და მელოდრამები აქვს, სადაც როგორც ყოველთვის ასრულებს ოდნავ მოუხერხებელ, სარკასრულ და სასაცილო ბიჭის როლს, რომელიც წვრილი ხმით წამოისვრის ხოლმე სასაცილო ფრაზებს.image

3. ბრიუს უილისი

თითქმის ყველა როლი, რომელსაც ის თამაშობს, არის გადამდგარი პოლიციელი/სამხედრო, რომელიც იძულებულია დაბრუნდეს სამსახურში მას შემდეგ, რაც რაღაც ცუდი მოხდება და მის გარეშე არ ამერიკა ან მსოფლიო ვერ გადარჩება.image

4. ტომ კრუზი

გაბედული საიდუმლო აგენტი, ქალების გულთამპყრობელი და წარმატებული მამაკაცი. თითქმის ყველა როლი კრუზს ერთმანეთის მსგავსი აქვს.image

5. რაიან რეინოლდსი

2016 წლამდე მსახიობს შეეძლო დაეკვეხნა სხვადასხვა როლებით, მაგრამ დედპულის(2016) გამოსვლის შემდეგ ის თითქოს მუდამ ერთსა და იმავე პერსონაჟს თამაშობს. ეს ყოველთვის ერთი და იგივე მხიარული ბიჭია იძულებითი ღიმილით და კორპორატიული ხუმრობით, და რაც მთავარია სარკაზმით სავსე.image

6. კევინ ჰარტი

კევინ ჰარტი ყოველთვის დაბალი ბიჭია, რომელიც ისე იქცევა, თითქოს მაგარი ტიპია, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება და აღმოჩნდება, რომ მას ყველაფრის ეშინია.image

7. ვინს ვონი

ვინს ვონს იმდენჯერ უთამაშია უცნაური უიღბლოები, რომ ძნელი წარმოსადგენია სხვა როლში.image

8. ჯენიფერ ენისტონი

როგორც არ უნდა გვიყვარდეს სერიალი “მეგობრები" ენისტონს ყველგან რეიჩელის როლი აქვს, ქერა, მხიარული ქალი იდეალური რუჯით, რომელიც სიყვარულს ეძებს.image

9. ჯესი აიზენბერგი

ფილმების უმეტესობაში ჯესი განასახიერებს მშვიდ, აუტისტ ბიჭს, რომელსაც სურვილი აქვს დააწესოს სხვადასხვა წესები და ფანატიკურად დაიცვას ისინი.image

10. მეთიუ პერი

მეგობრების პრემიერიდან მოყოლებული, მეთიუ თამაშობს ჩენდლერ ბინგს მსგავს პერსონაჟებს. იგივე ემოციები, იგივე იუმორი, იგივე თავდაჯერებულების არქონა.
image








0
602
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0