x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს სტატუსი სიყვარულზეა, მეგობრობაზეა... იმაზეა, რომ სიყვარულს და მეგობრობას არ აქვს ეთნოსი, რელიგია და გვარის დაბოლოება"
image


რამილია ალიევა, ნახევრად აზერბაიჯანელი და ნახევრად ქართველი ბლოგერი სოციალურ ქსელში თავის გულისტკივილს აზიარებს და წერს:


"ომში ვინმე ვინმეს ეუბნება ბოდიში ახლა უნდა გესროლოთ და მოგკლათ. ომისგან სიცოცხლის სიყვარულის მოლოდინი როგორი აბსურდულია. ომი არადამიანობის გამოვლინების ყველაზე თავისუფალი მოედანია…


ეს სტატუსი არ არის პოლიტიკაზე, იმაზე რომ მნიშვნელოვანია სუვერინიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს სტატუსი სიყვარულზეა, მეგობრობაზეა… იმაზეა, რომ სიყვარულს და მეგობრობას არ აქვს ეთნოსი, რელიგია, გვარის წარმომავლობა ან დაბოლოება.



გვაცადეთ ჩვენი სიჩუმე. ეს სიჩუმე არც შიშია, არც ვიღაცის მითითება. ეს ჩვენი არჩევანია, ერთმანეთთან გვაკავშირებს მეგობრობა, პატივისცემა და სიჩუმით გვესმის ერთმანეთის ტკივილი. დიახ ტკივილი, დიახ მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ახლო თუ შორეული ნათესავები, ნათესავების ახლობლები, ნაცნობები, შეიძლება ერთმანეთს ესვრიან… ჩვენ ეს ვიცით, სიტუაციის დაძაბვის ყველა ჯერზე სადღაც გულის რომელიღაც წერტილში ტკივილი გადის… საერთოდ ომი ცუდია, ომში ადამიანები კვდებიან და როგორ უნდა გიხაროდეს ეს. რა მნიშვნელობა აქვს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა რა ეროვნებისაა.


ვოსკი, მარგარიტა, აქსანა, ანჟელა ჩემი მეგობრები არიან და ამას არაფერი არ შეცვლის.


გთხოვთ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და სომხებს ერთმანეთის მიმართ ზიზღით ნუ ზრდით, ტრენინგებზე, შეხვედრებზე ტოლერანტობაზე ნუ საუბრობთ თუ ამის გულით არ გჯერათ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ეს იმას არ ნიშნავს ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა უნდა დაგვავიწყდეს, არა. მაგრამ… მე როცა ჩავდივარ სამცხე ჯავახეთში რატომ უნდა დავმალო გვარი, ან რომელიმე სომეხი აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში რომ ჩავა რატომ უნდა დამალოს თავისი გვარი. მაგრამ ვმალავთ და ვუსმენთ ერთმანეთის შესახებ არც ისე სასიამოვნო აზრებს. არა და ყველას საქართველოს მოქალაქის პასპორტი გვაქვს სახლში.


ვინც ვირჩევთ მშვიდობის მხარეს გთხოვთ ნუ გვეკითხებით “ომზე რატომ არ წერ” - ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს, ჩვენ მშვიდობა გვინდა.


მშვიდობას გისურვებთ თქვენს გულებში"...




0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0