ბევრმა იცის, რომ მეზღვაურები უკიდურესად ერიდებოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლების ბორტზე ყოფნას. განსაკუთრებით ისინი, ვინც ხანგძლივ მოგზაურობას გეგმავდა ღია ზღვაში.
გემებით ქალების გადაყვანის პირდაპირი აკრძალვა განსაკუთრებით ძლიერი იყო სამხრეთ ევროპის კათოლიკე ხალხებში - იგივე პორტუგალიელებსა და ესპანელებში. რამაც საბოლოოდ განაპირობა თანამედროვე ლათინური ამერიკის ხალხების ჩამოყალიბება.
მაგალითად, მექსიკელები - ესპანელ-ევროპელები მამობრივი მხრიდან და ადგილობრივი ტომების ინდიელები - დედობრივი მხრიდან. ახალ სამყაროში თავიანთი ცოლების გარეშე დარჩენილი დამპყრობლები ადვილად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ადგილობრივი მანდილოსნების მკლავებში.
მაგრამ მაინც - რატომ ცდილობდნენ გასულ საუკუნეში არ აეშვათ ქალები გემებზე? მოდით ვუპასუხოთ ამ კითხვას.
თავად გემის, როგორც ქალის აღქმა
მსოფლიოს ბევრმა ხალხმა გემები ქალურ სქესს მიაკუთვნა. შემთხვევითი არ არის, რომ ინგლისურში მათ მდედრობით სქესში მოიხსენიებენ.
ითვლებოდა, რომ კაპრიზულ გემს შეეძლო ეეჭვიანა ქალზე, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში უსიამოვნებას თავიდან ვერ აიცილებდნენ.
ქალთევზების (სირენების) შიში
შუა საუკუნეების მეზღვაურებს შორის არსებობდა რწმენა: ქალთევზას (სირენას), რომელიც დროებით ადამიანურ ფორმას იღებდა, შეეძლო ჩვეულებრივი ქალის სახით შეეღწია გემზე. თავისი მომხიბვლელობით ეცდუნებინა მესაჭე და შეეცვალა გემის კურსი, რათა გაეტყუებინა იგი იდუმალი მხარეებისკენ. სადაც მეზღვაურებს სხვა სირენები ელოდნენ.
დისციპლინა
მესამე მიზეზი უკიდურესად პროზაულია. მოგეხსენებათ, მეზღვაურებს ყოველთვის აკლდათ ქალის ყურადღება. ასე რომ, ბორტზე ქალბატონების ყოფნას შეეძლო ეკიპაჟს შორის კონფლიქტის გამოწვევა. ისევე როგორც ეკიპაჟის ზოგადი სისუსტე და პირდაპირი მოვალეობების შეუსრულებლობა.
საბედნიეროდ, ეს ყოველივე წარსულია. დღეს კი მანდილოსნები, ყოველ შემთხვევაში, როგორც მგზავრები, შეიძლება ნახოთ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად ღირსეულ სამოქალაქო გემზე.