საზოგადოება
პაემანზე წასული რუსი მამაკაცი რუსული ჯარების დისკრედიტაციის ბრალდებით დააკავეს
2022, 15 სექტემბერი, 14:19
ახალგაზრდა მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ერთ-ერთ მგზავრს შეხვდა. გოგონამ ის სტუმრად მიიწვია მეგობრებთან დროის გასატარებლად.
საუბარი, როგორც მოსალოდნელი იყო, ომის თემას შეეხო და კაცმა გულწრფელად თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმას მხარს არ უჭერდა. გოგონას მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი შეხედულებებით ის არ გამოადგებოდა თავიანთ მეგობარს და პოლიციაში დაასმინეს.
ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს ნახევარი თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით და დააკისრეს ჯარიმის გადახდა 80 000 რუბლის ოდენობით.