საზოგადოება „ღმერთო ჩემო, მამუკას საფლავზე 40 დღის შემდეგ ისევ ის ხდება" - უჩვეულო ფაქტი 2022, 14 სექტემბერი, 18:57 ![]() მომღერლის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. მისი მეგობრები და ახლობლები მის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებენ და კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მწუხარებას ცნობილი ქართველი მომღერლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. . მკითხველს კარგად ახსოვს, რომ დაკრძალვის ღამესვე გავრცელდა ანალოგიური ფოტოები, როცა თეთრი ძაღლი მომღერლის საფლავზე იწვა და მას არ შორდებოდა. გაირკვა, რომ 40 დღის შემდეგაც იგივე უცვლელი სურათია და ძაღლი ისევ ერთგულად დარაჯობს საფლავს. ამ ფაქტის ახსნას ვერავინ ახერხებს. . ![]() ჩვენ სულ ვმუშაობდით, 2011 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში არ ვიყავით, მე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყანა, შრომისმოყვარე იყო და ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო. ამის მიზეზი იყო ის, რომ დაჯდა სახლში, მოეშვა. . ბოლო პერიოდში ჰქონდა რაღაც პატარა სამსახურები - ქორწილები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ. კარგი მეგობრები ჰყავდა. ახლა რომ ენახა ხალხის რეაქცია, რაც მოყვა მის გარდაცვალებას, დაირცხვენდა და იტყოდა, არ დამიმსახურებიაო. . რაც შეეხება ტრაგედიის დღეს, 4 მეგობარი წავიდა საჭმელად საღამოს. დაწვრილებით არც ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი რატომ გამოვიდნენ რესტორნიდან და რა მოხდა იქ. თავად საჭესთან არ იჯდა. ამოაყირავა იმ ბიჭმა მანქანა. მე სულ იმას ვეჩხუბებოდი ხოლმე, ღამე ნუ ჭამთქო და თურმე რით უნდა დაღუპულიყო. ალბათ, ეს იყო მისი ბედი... ავარიის შესახებ მეორე დღეს გავიგე, ბოლო წუთამდე საღ გონებაზე იყო და კატეგორიულად გააფრთხილა მეგობრები, რომ დედაჩემს და მაიას არ უთხრათო" - განაცხადა მომღერლის დამ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში. 1065 3-ს მოსწონს
|