განათლება ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს 2022, 15 სექტემბერი, 14:07 როგორ ფიქრობთ, დღის რომელი მონაკვეთი არის საუკეთესო ახალი რამის შესწავლისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად — დილა, თუ საღამო?.. და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას საკუთარი გამოცდილება და მოსაზრება აქვს! თუმცა, ნეირომეცნიერება, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხობს, რომ ეს — დილა არის. ძილის დროს თავის ტვინში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მათ შორის, ერთ-ერთი — დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაცია არის. ღამე ნერვული სისტემა განსხვავებულად მუშაობს, რადგან არ არსებობს ყურადღების გაფანტვის ფაქტორები, ის ყველაზე მოსახერხებელ, მოკლე გზას პოულობს ნეირონებში იმპულსების მოძრაობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაშინაც ვაგრძელებთ ფიქრს, როდესაც გვძინავს. ამიტომ, როდესაც ვიღვიძებთ, აზრები უკვე დალაგებულია და დილით მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო კარგად არის მოფიქრებული. ასე, რომ საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად, გაღვიძებიდან, 1-3 საათის პერიოდია, როდესაც ადამიანი დასვენებულია და თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე დღის დანარჩენ მონაკვეთში. ხოლო, საუკეთესო დრო ახალი რამის შესასწავლად, მაშინ არის, როდესაც ტვინი ინფორმაციის შეგროვების რეჟიმში იმყოფება. ეს დრო კი, როგორც წესი, 10-00–დან — 14-00 საათამდე, ხოლო შემდეგ — 16-00 – 22-00 საათებს შორის დგება. და კიდევ, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე კრეატიულები, სამუშაო საათების შუა ნაწილში, — 11-დან — 15 სთ-მდე პერიოდში ვართ. დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე კარგი იდეები შეიძლება რომ დაიბადოს. რაც შეეხება ღამის საათებში მეცადინეობას და მუშაობას, ვიდრე მაგიდას საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად მიუჯდებით, გახსოვდეთ, რომ ტვინის მიერ, ინფორმაციის აღქმის დონე, ყველაზე დაბალი, დილის 4-00–დან — 7-00 სთ–მდეა მონაკვეთშია. * თავსატეხი ძეგლზე გაკეთებული წარწერის შესახებ (პასუხი აქვს)* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...* კატას 10 დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის ხარჯების დაზოგვა შეუძლია* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს98 1-ს მოსწონს
|