x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის

როგორც მედიცინის ექსპერტებმა დაადგინეს, ალკოჰოლი — სათანადო რაოდენობით, რა თქმა უნდა — სავსებით სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. დიახ, ეს სიმართლეა! ამის მტკიცებულებად კი, შემდეგი ფაქტები მოწმობს:


image


ღვინო


1. უნარჩუნებს ორგანიზმს ახალგაზრდობას. ღვინის შემადგენლობაში არსებული რესვერატროლი (ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე, პოლიფონიური ბიოფფლავონოიდი) კანს ნაოჭებისგან იცავს.

2. აფერხებს სიმსივნის განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ღვინო ამცირებს მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს რისკს.

image3. ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. კვირაში ორი–დან – შვიდამდე ჭიქა ღვინო, მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების შანსებს.

4. უნარჩუნებს გულს ჯანმრთელობას. ამის შესახებ, ისედაც ყველამ იცის, მაგრამ შეხსენება გადავწყვიტეთ.

5. იცავს მეხსიერებას. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ერთი ჭიქა ღვინო, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს დემენციის რისკს.

6. უზრუნველყოფს დღეგრძელობას. ერთმა ფინურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ღვინოს სვამენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი, 34%-ით ნაკლები აქვთ.


ლუდი


7. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. ზრდის ე. წ. «კარგი» ქოლესტერინის რაოდენობას, რითაც ხელს უშლის არტერიების დახშობას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

8. აძლიერებს ტვინს. ადამიანები, რომლებიც ლუდს ზომიერად სვამენ, ნაკლებად უვითარდებათ დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება.

image9. ათბობს. ლუდი შეიცავს ქერს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე, რომ, თუ ზამთარში შეგცივდათ და გათბობის სხვა საშუალება არ არის, შეგიძლიათ თბილი ლუდი დალიოთ!

10. შეიცავს ბოჭკოვანს და ვიტამინებს. ლუდი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ნიაცინით, პანტოტენის მჟავებით, რიბოფლავინით და В6 და В12 ვიტამინებით. ბოლო ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის.

11. ხელს უშლის თირკმლებში ქვებს ფორმირებას. ლუდის რეგულარული მოხმარება, თირკმელებში კენჭებს გაჩენის რისკს 40%-ით ამცირებს.

12. ამაგრებს ძვლებს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 2 ჭიქა (700 მლ) ლუდს შეუძლია ძვლის ქსოვილის სიმკვრივის გაუმჯობესება. მაგრამ, ფრთხილად იყავით: ყველაფერს, რაც ამ ნორმას აღემატება, ჩონჩხი მხოლოდ აზიანებს!


და ბოლოს, ამ სასმელების დადებითი თვისებების მიუხედავად, ექსპერტები ქალბატონებს ურჩევენ, ალკოჰოლის მოხმარება, დღეში ერთ ჭიქამდე შეზღუდონ. ხოლო, მამაკაცებს — 2 ჭიქამდე. და კიდევ, არ შეიძლება სასმლის მთელი კვირის ნორმის, კვირის ბოლოს მიღება, იმ შემთხვევაში, თუ კვირის მანძილზე, არ დაგილევიათ. გახსოვდეთ, ალკოჰოლის მოხმარების იდეალური ვარიანტი — დღეში 1 ჭიქაა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერი ბერლინის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას აპირებდა

* ჩინგ ში – მეძავი, რომელიც ჩინელი მეკობრეების დედოფალი გახდა

* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს

* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

* კატას 10 დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის ხარჯების დაზოგვა შეუძლია

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
855
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
855
  
2022, 14 სექტემბერი, 23:47
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1