x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალმა ტუალეტში იმშობიარა და ბავშვი იქვე სასიკვდილოდ დატოვა
image

დონის როსტოვში ქალმა ბავშვი ქუჩის ტუალეტში გააჩინა და მისი მოშორება გადაწყვიტა. მან ბავშვი პირდაპირ კაბინაში დატოვა, რითაც გარკვეულად სასიკვდილოდ გაიმეტა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა life-ი როსტოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.



2022 წლის 6 სექტემბერს, ახალშობილი ბიჭუნას ცხედარი იპოვეს დონის როსტოვში, პირველი მაისის რაიონში სავაჭრო პავილიონის მახლობლად მდებარე ბიო-ტუალეტის კაბინაში. გამომძიებელმა ექსპერტ-კრიმინალისტთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინეს.



„დადგინდა 36 წლის მაცხოვრებელი დონის როსტოვიდან, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების და მშობიარობის დასახმარებლად სამედიცინო მუშაკების გამოძახების გარეშე, დამოუკიდებლად იმშობიარა ქალაქის ქუჩის . ტუალეტის კაბინაში, სადაცვე დატოვა ახალშობილი“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.


image



ახალნამშობიარებმა დედამ ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი პოვნა მოახერხეს. სისხლის სამართლის საქმე "დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის" მუხლით არის აღძრული.



მალე ახალგაზრდა ქალი სასამართლოს წინაშე წარგება.



ანალოგიური მოედა შარშან, სუმის ოლქში(უკრაინა)ახალგაზრდა ქალმა ტუალეტში იმშობიარა და ბავშვი კანალიზაციაში დატოვა.



ადგილობრივი მცხოვრები რომელიც ორსულობას მალავდა, შვილი ქუჩის ტუალეტში გააჩინა და კანალიზაციაში დატოვა. მშობიარობიდან მეორე დღეს ახლობელთან ერთად ახალშობილი მალულად დაკრძალა. ადგილობრივმა პოლიციამ დაადგინა მისი ვინაობა და აღძრა სისხლის სამართლის საქმე .აღსანიშნავია, რომ 35 წლის ქალისთვის, რომელიც ბოტოტად იყნებდა ალკოჰოლს და ანტისოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ის პირველად გაჩენილი შვილი იყო.

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0