ასტროლოგია ქალური მეგობრობა ასტროლოგთა თვალით - გადახედეთ თქვენი უახლოესი დაქალის ჰოროსკოპს (ნაწილი მეორე) 2012, 24 სექტემბერი, 16:48 მაშ ასე, მომდევნო ექვსეულის ჯერიც დადგა. მოდით გავიგოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მეგობარი შეეფერებათ ქალბატონ სასწორებს, მორიელებს, მშვილდოსნებს და ასე რიგითობით.. დავიწყოთ სასწორით, მათთვის საუკეთესო დაქალი, შესაძლოა ლომი იყოს. ეს იმიტომ, რომ ლომის მეფურ ბუნებას სასწორის რბილი, დიპლომატიური ხასიათი ძალზე კარგად უწყობს ფეხს. თავის მხრივ, თქვენი ლომი დაქალი იზრუნებს იმაზე, რომ შემოქმედებითი ნიჭი და იდეები, რომელიც სასწორს დაბადებიდანვე თან დაჰყვა, ფართო საზოგადოების წინაშე "დააპიაროს"..
აი რაც შეეხებათ მორიელებს, მათთვის მშვენიერი მეგობარი და თანამოაზრე იქნება ქალწული.მორიელი დააფასებს ქალწულის მზადყოფნას მუდამ იყოს გვერდით, როცა მას სულიერად უჭირს, თან ისე რომ ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკოს. ქალწული არასოდეს გამოიყენებს მორიელი დაქალის ნდობას ბოროტად და მუდამ დაეხმარება მას, იმაში რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, რადიკალური ქმედებებით (სიგარეტი, ალკოჰოლი, უძილობა) არ დაიზიანოს. თავქარიანი მშვილდოსნისთვის კი ყველაზე სასურველი და კომფორტული დაქალი სასწორი იქნება. სწორედ სასწორს აქვს უნარი, მშვილდოსნის მიერ დაუკვირვებლად ჩადენილ ან წამოსროლილ სიტყვებსა და საქციელებს, მახვილი კუთხეები დაურბილოს და საზოგადოების წინაშე, დაქალის იმიჯი "გამოასწოროს", ისე რომ ამ უკანასკნელს ტვინი არ გაუბურღოს მორალის კითხვით. თხის რქა ქალები, ყველაზე კომფორტულად თავს მორიელებთან გრძნობენ. თავშეკავებული და სიტყვაძუნწი მორიელი, არასოდეს იჭორავებს დაქალის ზურგს უკან. რთულ სიტუაციებში კი მასზე უკეთესი მრჩეველი ცხოვრებისეულ საკითხებში და ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით თხის რქას არავინ ეყოლება. თუმცა თავის მხრივ, თხის რქამ უნდა აიტანოს მორიელის მესაკუთრული ბუნება და ეჭვიანობის სცენები, რომელსაც იგი პერიოდულად აუცილებლად გამართავს დაქალის დასანახად. მერწყულისთვის ყველაზე საინტერესო სამეგობრო მშვილდოსანია. ამ ორის ურთიერთობა როგორც წესი ერთობლივი ტრენინგების ან მგზავრობის დროს იწყება. მშვილოსან დაქალს შეუძლია მერწყულთან მუდან ქონდეს სასაუბრო თემა და გამორიცხულია ერთმანეთის კომპანიაში ამ ორმა ოდესმე მოიწყინოს. რაც შეეხებათ თევზებს, მათთვის შესანიშნავი დაქალი თხის რქა იქნება. სწორედ თხის რქა შესძლებს თევზებს თავისი ილუზიური სამყაროს მიღმა, ნამდვილი რეალური ცხოვრება დაანახოს და გარშემომყოფებზეც აუხილოს თვალი, თუ ვინ ვინაა სინამდვილეში. როგორც წესი ამ ორის მეგობრობა, არა ერთ ან ორ, არამედ მრავალ წელს ითვლის, დაწყებული ბაღის ასაკიდან, დამთავრებული ღრმა სიბერემდე. 1074 1-ს მოსწონს
|