x
image
Yoona
Mediator image
11 ხრიკი, როგორ გაუმკლავდეთ შფოთვას: ფსიქოლოგის რჩევები
ადამიანის ფსიქიკა რთული მექანიზმია. ზოგჯერ ყოველდღიურობასთან გამკლავება გვიჭირს. ფსიქოლოგია სწავლობს ფსიქიკას, პრობლემების მოგვარებაში და ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღებაში გვეხმარება.

ეფექტური ფსიქოლოგიური ხრიკები, რომელთაც თავად ფსიქოლოგები იყენებენ.


image

1. კვადრატული სუნთქვა



კვადრატული სუნთქვა შფოთვის შეტევის დროს დაგეხმარებათ. ასე სიმშვიდეს დაიბრუნებთ, ნერვულ სისტემას დაამშვიდებთ და დაძაბულობას შეამცირებთ.

ნელა ჩაისუნთქეთ, მთელი ორგანიზმის ჰაერით გავსება იგრძენით.

  • 4 წამით სუნთქვა შეიკავეთ.
  • პირიდან ნელა ამოისუნთქეთ.
  • კვლავ სუნთქვა 4 წამით შეიკავეთ.
  • 30 წამში შვებას იგრძნობთ.

2. ყინულის კუბი გამოიყენეთ


ფსიქოთერაპევტი ედი სტარკი ამბობს, რომ ასე ტვინი პანიკის წყაროს რაღაც ფიზიკურზე გადართავს და სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებთ.

ყინული ხელში დაიჭირეთ. სიცივე სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მოგცემთ.

იგივე რაიმე ცხელით შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ უსაფრთხოება არ დაგავიწყდეთ.


3. ხმამაღლა ილაპარაკეთ, რომ ძლიერ ემოციებს გაუმკლავდეთ


ყურადღების ცენტრის შეცვლით ემოციების უკეთ მართვას შეძლებთ. ძლიერი ემოციის დროს ხმამაღლა თქვით: „ვბრაზობ“, რომ ბრაზი შეამსუბუქოთ და ყურადღება საკუთარ ფიქრებზე გაამახვილოთ.


4. ჩანაწერები გააკეთეთ


თქვენი პრობლემები ჩამოწერეთ. ასე სიტუაციას სხვა მხრიდან დაინახავთ და გამოსავალს იპოვით.


image

5. ისეირნეთ


5 წუთიანი სეირნობაც საკმარისია, რომ ტვინი დაამშვიდოთ. თუ ამინდის პირობების ან სამსახურის გამო გარეთ ვერ გადიხართ, ოფისის დერეფანში გაიარეთ. ასე განტვირთვას შეძლებთ.


6. საღეჭი რეზინა დაღეჭეთ


ფსიქოლოგ რაიანა ანდერსონის თქმით, საღეჭი რეზინის დაღეჭვით ტვინს ატყუებთ და აფიქრებინებთ, რომ კომფორტულად ხართ. ნერვიულობის ნაცვლად (რაზეც ბევრ ენერგიას ხარჯავთ) ტვინი თვლის, რომ რადგან რაღაც სხვა საქმეს აკეთებთ და არ უნდა ინერვიულოთ. ასე რომ ყოფილიყო, არ დაღეჭავდით.


7. ჩამოთვალეთ 5 ნივთი


ფსიქოლოგი კრისტალ ლი გირჩევთ ეს მეთოდი გამოიყენოთ, როცა დეპრესიაში ხართ.

ჩამოწერეთ

  • 5 რამ, რასაც ხედავთ.
  • 4 რამ, რასაც გრძნობთ.
  • 3 რამ, რაც გესმით.
  • 2 რამ, რომლის სუნს გრძნობთ.
  • 1 რამ, რომლის გემოს გრძნობთ.

ასე განტვირთვას შეძლებთ.


8. ფოტოები დაათვალიერეთ


გადახედეთ ფოტოს ან ვიდეოს, რომელიც სიხარულს განიჭებთ და გაბედნიერებთ. გონებას პოზიტიურად აზროვნება ასწავლეთ. დღეში სამჯერ 10 წამით ასე გააკეთეთ და კარგზე ფიქრს ისწავლით.


image

9. საქმეების სია შეადგინეთ


დილით საქმეების სიის შედგენა ჩვევად გქონდეთ. ასე შფოთვას შეამცირებთ. თავს უფრო კონცენტრირებულად იგრძნობთ.


10. ივარჯიშეთ


ვარჯიში სტრესისგან, შფოთვისა და შიშისგან დაგიცავთ.

  • ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რომელიც დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს.
  • იმუნური სისტემა ძლიერდება, რაც შფოთვას და დეპრესიას ამცირებს.
  • სხეულის ტემპერატურა იზრდება, რაც დამშვიდებაში გვეხმარება.

11. მთელ სურათს შეხედეთ


რაღაც ნეგატივზე არ კონცენტრირდეთ და მთელ სურათს შეხედეთ. შვეიცარელი ფსიქოლოგის პოლია დიუბუას დროში გამოცდილი ვარჯიში გამოიყენეთ.

  • ყოველ საღამოს ქაღალდზე ორი სვეტი დახაზეთ.
  • ერთ სვეტში ჩამოწერეთ, რა გაღელვებთ, მეორეში, რა გახარებთ.
  • თითოეულ მშფოთვარე ჩანაწერზე ერთი დადებითი მაინც დაწერეთ.
იმის გაცნობიერება, რომ ყოველდღე რაღაც კარგი ხდება, ნეგატივისგან დაგიცავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 11 საყვარელი უცნაურობა, რაც შეიძლება ფსიქიკურ დაავადებებზე მიუთითებდეს

2. მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია

3. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

4. თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები

5. 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

6. შეწყვიტეთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც არ უყვარხართ



0
75
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
75