შალვა კერესელიძე: "კრიმინალები პირდაპირ ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების დაცვის პროცესში და სანაცვლოდ თავისუფალი, მშვიდი ცხოვრების თუ სასჯელის შემსუბუქების გარანტიებს იღებენ"
„ეკონომიკის ფასადური ზრდის შედეგია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური გადინება სამშობლოდან და რუსეთის მოქალაქეების დიდი მიგრაცია საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანაში ვეღარ ხედავენ საკუთარ მომავალს, პერსპექტივას და იმედს. ისინი სხვა ქვეყნებიდან ინახავენ ოჯახებს“, -განაცხადა უფრაქციო დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, უკიდურესად დამძიმებულია ქვეყანაში, განსაკუთრებით . რეგიონებში სოციალური ფონი.
„ინფლაცია, კატასტროფულად გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, განსაკუთრებით ლარის კურსის სწრაფი ცვალებადობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ყოველდღიურობას. ასეთ მოცემულობაში მყოფი ხელისუფლება თავს იწონებს უკვე სიყალბედ ქცეულ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით, რომლითაც ცდილობენ 20 000-ზე მეტი დამატებითი, მოსასყიდი აქტივი დაასაქმონ ბიუჯეტის ხარჯზე“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესებში უკვე პირდაპირ არიან ჩართული კრიმინალები.
"კრიმინალი პირდაპირ ჩართულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების დაცვის პროცესში და სანაცვლოდ თავისუფალი, მშვიდი ცხოვრების თუ სასჯელის შემსუბუქების გარანტიებს იღებენ“ -, აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
ასევე,ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ,ნებისმიერი სამთავრობო შესყიდვების დროს იბეჭდება ახალი ფული და ის მიდის მიმოქცევაში,ამიტომ დიდად არ გამიხარდებოდა ის ამბავი,სახელმწიფომ მევენახეები დაასუბსიდირა,ვაშლის წარმოება დაასუბსიდირა ან რაიმე ტენდერი გამოაცხადა. ფულის მასას ხო ზრდის პროდუქტის და მომსახურების შექმნის გარეშე,მერე არასწორ სტიმულებს ახდენს და აფინანსებს იმ დარგებს,რაც მკვდარია. მარკეტინგს თუ მოვიშველიებთ,ასეთ პროდუქტებს ძაღლებს ეძახიან,რაც ნიშნავს იმას რო რაც არ უნდა ატენო ფული კონკრეტულ პროდუქტს,გაფარცაკებისთვის არის განწირული.
ყველაფერი დაიწყო იმით,რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების,გატარებული ღონიესძიებების ანგარიში მოითხოვა,ამის უფლებას კანონი აძლევს,რადგან პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო ეროვნული ბანკის. ვერ მიიღო ეს დოკუმენტაცია,მივიდა შესაბამის კომიტეტში და იქაც იტხოვა,არც მათ ქონდათ. მას მერე პირად კონტროლზე აიყვანა ეს თემა და სულ უკირკიტებს,მაგრამ ნატქვამია,მარტო კაცი ჭამაშიდაც ცოდოა.