x
image
თუთიკო ბერძენა
შალვა კერესელიძე: "კრიმინალები პირდაპირ ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების დაცვის პროცესში და სანაცვლოდ თავისუფალი, მშვიდი ცხოვრების თუ სასჯელის შემსუბუქების გარანტიებს იღებენ"

image

„ეკონომიკის ფასადური ზრდის შედეგია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური გადინება სამშობლოდან და რუსეთის მოქალაქეების დიდი მიგრაცია საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანაში ვეღარ ხედავენ საკუთარ მომავალს, პერსპექტივას და იმედს. ისინი სხვა ქვეყნებიდან ინახავენ ოჯახებს“, -განაცხადა უფრაქციო დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


მისი თქმით, უკიდურესად დამძიმებულია ქვეყანაში, განსაკუთრებით . რეგიონებში სოციალური ფონი.


„ინფლაცია, კატასტროფულად გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, განსაკუთრებით ლარის კურსის სწრაფი ცვალებადობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ყოველდღიურობას. ასეთ მოცემულობაში მყოფი ხელისუფლება თავს იწონებს უკვე სიყალბედ ქცეულ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით, რომლითაც ცდილობენ 20 000-ზე მეტი დამატებითი, მოსასყიდი აქტივი დაასაქმონ ბიუჯეტის ხარჯზე“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესებში უკვე პირდაპირ არიან ჩართული კრიმინალები.


"კრიმინალი პირდაპირ ჩართულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების დაცვის პროცესში და სანაცვლოდ თავისუფალი, მშვიდი ცხოვრების თუ სასჯელის შემსუბუქების გარანტიებს იღებენ“ -, აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

5
103
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
103
  
2022, 13 სექტემბერი, 18:07
ყველაზე მთავარი,წეღან ვახსენე მულტიპლიკატორის რეჟიმი და თუ ის არის 10%,მაშინ ზედმეტი 100 ლარის გაშვება მიმოქცევაში ნიშნავს ამრეჟიმით 100X10=1000. აქედან გამომდინარე,რანაირად შეიძლება ეს მოხდეს,თუ ეროვნული ბანკს პირდაპირი დავალება არ აქვს კომერციულ ბანკებს ემსახუროს და არა მომხმარებლებს?

ასევე,ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ,ნებისმიერი სამთავრობო შესყიდვების დროს იბეჭდება ახალი ფული და ის მიდის მიმოქცევაში,ამიტომ დიდად არ გამიხარდებოდა ის ამბავი,სახელმწიფომ მევენახეები დაასუბსიდირა,ვაშლის წარმოება დაასუბსიდირა ან რაიმე ტენდერი გამოაცხადა. ფულის მასას ხო ზრდის პროდუქტის და მომსახურების შექმნის გარეშე,მერე არასწორ სტიმულებს ახდენს და აფინანსებს იმ დარგებს,რაც მკვდარია. მარკეტინგს თუ მოვიშველიებთ,ასეთ პროდუქტებს ძაღლებს ეძახიან,რაც ნიშნავს იმას რო რაც არ უნდა ატენო ფული კონკრეტულ პროდუქტს,გაფარცაკებისთვის არის განწირული.
2022, 13 სექტემბერი, 17:58
მოდი განვმარტოთ საფინანსო შუამავლის,ამ შემთხვევაში ბანკის რაობა. ბანკი არის საფინანსო შუამავალი,რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ადამიანს,რომელსაც ფულის შენახვა სურს და იმ ადამიანს,ვისაც სესხება სურს,ხოლო ამაში იღებს საკომისიოს. ქვეყანაში არის კრიზისი ე.ი. დანაზოგის მფლობელმა ფულის გატანა დაიწყო,ბანკმა პროცენტით უნდა მისცეს ეს თანხა,ხოლო საპირისპიროდ სესხების ამოღება გართულდა,რადგან ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს და ვალდებულების გადავადება მოითხოვეს. რა გამოდის,დანაზოგის მფლობელმა მოითხოვა ფული,ხოლო გაცემულ სესხებს ვერ იღებ გეგმისამებრ,ასევე გაქვს სავალდებულო რეზერვები,რომელიც მულტიკპიკატორის რეჟიმით გამოითვლება და მინიმალურ თანხის პროცენტს განსაზღვრავს,რაც ბანკს რეზევრებში უნდა ქონდეს.ასე და ამგვარად,ბანკმა უნდა იფუნქციონიროს და ამისათვის თავისი ფული არ ყოფნის ე.ი. უნდა აიღოს სესხი ან უცხოურ ვალუტაში ან ლარში.პირველი რისკის შემცველია,რადგან წარმოების გაჩერება კურსის არასტაბიულობას გამოიწვევს და დიდი რისკია,რა დარჩა? ეროვნული ვალუტა. ამაში კი ეროვნული ბანკი მიეხმარა,მისცა სესხი და ამით გაზარდა ფულის მასა ეკონომიკაში,თან ისე რო პროდუქტი და მომსახურება მინუსებში გავიდა,რას იწვევს ეს? ინფლაციას.
2022, 13 სექტემბერი, 17:49
რას აშავებს ეხლა ეროვნული ბანკი,ის არის პასუხიმგებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებაზე,ფულის მასის კონტროლზე,ფასების სტაბილურობაზე და ა.შ. დღეს არის 13% ინფლაცია საშუალოდ,ფული ყოველდრე კარგავს მსყიდველობით უნარს და ამაში დამნაშავე არის კობა გვენეტაძე და მისი კანტორა. სანდრომ დადგინა,რომ კერძო ბანკებთან გარიგებების ხარჯზე ახდენს ფულის ემისიას და სხვადასხვა ტრანზაქციებს ახორციელებს,რაც კომერციულ ბანკებს მოგების მაქსიმალიზაციას ახდენს. საგანგებო სტუაციის დროს და კორონას ჩაკეტვების პერიოდში,საბანკო სექტორმა ორმაგი მოგება ნახა და ეს ეროვნული ბანკის დამსახურებაა. ყველაფერმა კრიზისი განიცადა ქვეყანაში,აბსოლიტურად ყველა სფერო კლებაში წავიდა,ხოდა რანაირად შეიძლება გაეზარდოს ბანკს მოგება ორჯერ? თუ რაღაც მაქინაციებთან არ გვაქვს საქმე.
2022, 13 სექტემბერი, 17:42
სანდრო მაგარი ეკონომისტია და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია. ეკონომიკაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ოფისში და ასე გადავწყვიტეთ თანამშრომლობა,რაც დიდი რესურსი მისცა გირჩს ინტელექტუალური კუთხით. ლექტორია და თან პარლამენტშიც არის,ნებისმიერ დროს შეეხმიანე და ნებისმიერ თემაზე გაგესაუბრება.უფრო ეკონომიკაზე ესაუბროთ ჯობია :) ამ კაცმა თავისი ცხოვრების მიზნად დაისახა ეროვნული ბანკის და გვენეტაძის გაფარჩაკება,მინიმუმ მორალურად დასჯა,ხოდა მიხმარება სჭირდება.
ყველაფერი დაიწყო იმით,რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების,გატარებული ღონიესძიებების ანგარიში მოითხოვა,ამის უფლებას კანონი აძლევს,რადგან პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო ეროვნული ბანკის. ვერ მიიღო ეს დოკუმენტაცია,მივიდა შესაბამის კომიტეტში და იქაც იტხოვა,არც მათ ქონდათ. მას მერე პირად კონტროლზე აიყვანა ეს თემა და სულ უკირკიტებს,მაგრამ ნატქვამია,მარტო კაცი ჭამაშიდაც ცოდოა.
2022, 13 სექტემბერი, 17:35
ეს თუ პარლამენტარი იყო არ მეგონა :) სადმე ბუჩქებში იმალებოდა თუ შვებულება ქონდა ფასიანი? ორი წელია მგონი,რაც ახალი მოლაყბეთა წრე შეიკრიბა და ეს კაცი ნამდვილად არ მახსენდება,ვინ არის ან რანაირად მოხვდა პარლამენტში. რაც არ უნდა იყოს და როგორადაც არ უნდა მოხვედრილიყო აზრი არ აქვს,მაინც არაფრის გამკეთებელია დიდი ალბათობით. თუ ასე ადარდებს ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონი,მაშინ თავის გამოსვლაში ან გამოყოფილი დროის მანძილზე ერთხელ რატო არ ახსენა ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი? თუ ეკონომიკაში ვერ ერკვევა,მაშინ სანდრო რაქვიაშვილთან მივიდეს,საზეპიროებს მისცემს და მიეხმაროს ეროვნული ბანკის გაფარჩაკებაში. თუ თვითონ ვერ გაჭრა "კანალი" სანდროსთან,მაშინ მე დავაკავშირებ და მიეხმაროს. საქმეც ამაშია,ხალხის გულის მოსაგებად ლაყბობს ასეთებს,როცა სულ არ ადარდებს არც სოციალური ფონი და არც ხალხის გადინება ქვეყნიდან. ხომ გეუბნებით,თითქმის ორი წელი,ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სანდრო ამაზე და "მოქალაქეების" გარდა სიტყვა არავინ შეაწია. თან არ დაგვავიწყდეს,რომ "გირჩი" (ზურა ჯაფარიძე არა,პირველი გირჩი) და "მოქალაქეები" სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებლები არიან. გირჩი კლასიკური ლიბერალიზმის,იგივე ლიბერტარიანიზმის ატარებენ,ხოლო ელისაშვილი არის სოციალ-დემოკრატია.
0 1 5