x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ანა ნაცვლიშვილი სახელისუფლებლო გუნდს: "ის დაპირებები რომ შეგესრულებინათ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცით 2012-ში, დღეს კანდიდატის სტატუსიც გვექნებოდა და წევრებიც ვიქნებოდით"
image


„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა ახლა არ გაჩენილა მაგიდა. ეს არის არის პირველი დოკუმენტი, სადაც ყველა ის რეფორმა - მართლმსაჯულების რეფორმიდან დაწყებული, ანტიკორუფციული რეფორმებით და ძალოვან უწყებებზე სათანადო ზედამხედველობით გაგრძელებული, ჯერ კიდევ 2011 წელს „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი საარჩევნო პროგრამა იყო. თქვენვე აღიარებდით, რომ ეს პრობლემები იყო ამ ქვეყანაში და თქვენ პირდებოდით საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებდით და 10 წლის თავზე, ახლა საუბრობთ, რომ რაღაც სამუშაო ჯგუფებს ქმნით“, - მიმართა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ 10 წელი გაფლანგა.


„ფაქტია რომ ის დაპირებები რომ შეგესრულებინათ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცით 2012-ში, დღეს კანდიდატის სტატუსიც გვექნებოდა და წევრებიც ვიქნებოდით. არ გამოეთიშებოდა საქართველო ტრიოს და არ დადგებოდა უკრაინაზე და მოლდოვაზე დაბლა თავისი მიღწევებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


დეპუტატის ინფორმაციით, ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფების შექმნის ნაცვლად, კანონპროეტთა სრულყოფილი პაკეტები შექმნა, როგორ უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი, ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კონსულტაციებით.



„ეს სსაქმე გაკეთებულია, დევს და უახლოეს დღეებში დადგენილი წესით მიეწოდება საქართველოს პარლამენტს და ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, იმისთვის, რომ არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავის დარჩეს მცდარი წარმოდგენა“, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, ვინც ამ პროცესს წინ აღუდგება, ის ისტორიის სანაგვეზე მოისროლება, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა და სურვილი.



0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0