x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თითქოს არ ვიცით, რატომ ვერ ამბობს ტიპი ერთ სიტყვას უკრაინაზე, პუტინზე" - ვახო სანაია

imageჟურნალისტ ვახო სანაიას მიაჩნია, რომ დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი არასწორად იქცევა:


„და ***ზე რო დაიკიდო ეგ ამბავი? ან მეორე ვარიანტია, უფრო სწორი და სამართლიანი – თეთრზე თეთრი რომ ვთქვათ და შავზე – შავი? ეგ იგივეა, გარეჯზე გვეძახა, „ქართულო ოცნებავ“, გეთანხმებით, რომ გარეჯი საქართველოა, თითქოს, რამეს ახალს ვიტყოდით. და რადგან მაგაზე ააგეს კამპანია, გეთქვა, ჯანდაბას ილიჩოვა და მელაშვილი, ისხდნენ ციხეში ცოტა ხანს, არ შემოგვეტენოს ამბავი, რომ თითქოს ჩვენ „გარეჯი საქართველოს“ წინააღმდეგ ვართო. ღარიბაშვილის კრიტიკას რა უნდა, ეგ ყველას შეუძლია, კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ რომ **ეურად იქცევა, ეგაა საქმე. თითქოს არ ვიცით, რატომ ვერ ამბობს ტიპი ერთ სიტყვას უკრაინაზე, პუტინზე, თითქოს არ ვიცით, მამუკა ჯუღელი ვინ არის. თითქოს, არც გაზაევის ოჯახი ვიცით, არც ახრიკ ცვეიბა და მთელი ეგ შაიკა მამუკა ჯუღელის წარმომადგენლობით. არც ჩაწყობილ თამაშებზე გვსმენია სკანდალები რუსეთში და გარიგებებში ჯუღელზე ეჭვების შესახებ იმავე რუსულ პრესაში. ერთი სიტყვა უკრაინაზე და სახეს გააძრობენ ჯუღელს რუსეთში. აი, მაგის ეშინიათ. ჩვეულებრივ ხურდავდება საქართველო ჯუღელის ინტერესებში. ფეხზე გაკეთებული შიტოკი რომ სიაფანდი ამბავია, მაგასაც ყველა ხვდება. მაგას ღარიბაშვილიც გააკეთებს დღესვე.


„ჩემ სამშობლოს სჭირდებოდა და წამოვედი რუსეთიდან“ – ეგეც ბლეფია. ჯუღელს სჭირდებოდა და წამოიყვანა იმ კონკრეტულ მომენტში“ – წერს სანაია კომენტარის სახით მიშა მშვილდაძის ფეისბუქგვერდზე

1
822
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
822
  
2022, 5 სექტემბერი, 20:26
გაანებე მაგ ბავშვს თავი, თუ არა სიმონიანის და კისელიოვის ქართველი ანალოგები ჩვენი მოსახლეობის გამოტვინებულ ნაწილს ძაან იოლად დააჯერებენ, რომ ოპოზიცია ხვიჩას წინააღმდეგია და არ უხარია მისი წარმატებები. საერთოდ მოიხსენიეთ ეგ ბიჭი როგორც ფეხბურთელი და ნუ გააიგივებთ პუტინთან და მის დედააფეთქებულ ქვეყანასთან.
0 1 1