x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ
გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ


სინამდვილეში რამდენი ადამიანი ემსხვერპლა სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა რეპრესიებს?


საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საარქივო მასალების გასაჯაროებამდე ზოგიერთი ისტორიკოსი თვლიდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის რეპრესიებში დაღუპულთა რიცხვი 20 მილიონი ადამიანი ან მეტი იყო თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა არქივებიდან გასაჯაროებული იქნა დოკუმენტირებული მტკიცებულებები და მკვლევარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი შესწავლის უფლება და საშუალება მიეცათ. ეს დოკუმენტები შეიცავს ოფიციალურ ჩანაწერებს 799, 455 სიკვდილით დასჯის შესახებ 1921-1953 წლებში. თანაც აქ გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირი შეიქმნა მხოლოდ 1922 წლიდან, ხოლო იოსებ სტალინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა 1924 წლიდან და საბჭოთა კავშირი მართა 1953 წლამდე, მის გარდაცვალებამდე, სულ 29-30 წლის განმავლობაში. ამ 799, 455 სიკვდილით დასჯიდან მხოლოდ ნაწილი მოდის სტალინის მმართველობის პერიოდზე, ხოლო ასევე დიდი წილი ლენინის პერიოდისაა (Seumas Milne: "The battle of History", The Guardian. 12 September, 2002).



გულაგებში დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი დაიღუპა ცხოვრების ცუდი პირობების გამო და არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით (Applebaum, Anne (2003) Gulag: A History. Doubleday. pp. 582-583).


დაახლოებით 390, 000 ადამიანი დაიღუპა დეკულაკიზაციის იძულებითი გადასახლების დროს. (Pohl, J. Otto (1997) The Stalinist Penal System. McFarland. p. 148.; Pohl cites Russian archival sources for the death toll in the special settlements from 1941-49).


ამგვარად, სტალინის საბჭოთა რეჟიმის პერიოდში დაფიქსირდა სულ ჯამში დაახლოებით 3.3 მილიონი მსხვერპლი (Wheatcroft, Stephen G. (1999). "Victims of Stalinism and the Soviet Secret Police: The Competibility and Reliability of the Archival Data". Not the Last Word").


ისტორიკოს სტივენ უიტკროფტის კვლევის მიხედვით, ამ გარდაცვალებებიდან დაახლოებით 1 მილიონი იყო მიზანმიმართული, სპეციალურად, განზრახულად მოკლულნი, ხოლო დანარჩენი მსხვერპლი გამოწვეული იყო უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო (Wheatcroft, Stephen (1996). The Scale and Nature of German and Soviet Repression and Mass Killings, 1930-45).


წყარო: Excess mortality in the Soviet Union under Joseph Stalin - Wikipedia;


გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. მეცნიერება - მე-4 ნაწილი

5. სხვადასხვა

6. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო

10. საქართველო - მე-2 ნაწილი

11. ქართული სახელმწიფოები

12. პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი

16. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


9
1440
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1440
  
2022, 12 ნოემბერი, 23:56
"ცნობილმა ისტორიკოსმა ვიქტორ ზემსკოვმა საბჭოთა კავშირში რეპრესირებულთა სტატისტიკა დოკუმენტურად და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, ზუსტად შეისწავლა. კერძოდ მან შეისწავლა მვდ-ს, კგბ-ს და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების არქივები. მისი შესწავლილი მასალა, მოგვიანებით რამდენიმეჯერ შემოწმდა სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფის მიერ, მათ შორის ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ. როგორც წესი, ის ვისაც რეპრესიების გაბერვა უყვართ (20 მილიონს რომ ამბობდნენ), გვერდს უვლიან ზემსკოვის კვლევას, არ ახსენებენ მას საერთოდ.
ვიქტორ ზემსკოვის კვლევით დგინდება, რომ 1921 წლიდან 1953 წლამდე გასამართლებული იყო 4 060 306 ადამიანი ყველა სახის ბრალდებით, უმაღლესი ბრალდებით (დახვრეტა) მიუსაჯეს 799 455 ადამიანს, კოლონიებში, ციხეებში და ლაგერებში სულ ჯამში იჯდა 2 634 397 ადამიანი, გადასახლებული იყო 413 512 ადამიანი."
ნუკრი შოშიაშვილი
2022, 9 ოქტომბერი, 16:53
ჯუღაშვილების გვარის წარმომავლობა
სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის შთამომავლი მამაკაცები გატესტეს და G2a1-Z7947 ამოუვიდათ. ესაა კავკასიაში არსებული G2a-ს ყველაზე ახალგაზრდა კლასტერი. ეს გენომი დასავლეთ ქართული ძირისაა. G2a1 სვანურ-მეგრულია და მისი ეს კლასტერი (G2a1-Z7947) არის ყველაზე ახალგაზრდა - 900 წლის, რომელიც ახასიათებს ოსების (ირონების 70%-ს). ამ ადამიანების ერთი საერთო წინაპარი ცხოვრობდა ახ.წ. მე-11 საუკუნეში და იყო დასავლეთ ქართველი, კერძოდ მეგრელი - კერძოდ სიჭინავათა გვარის წარმომადგენელი. ეს ქართველი მამაკაცი დასავლეთ საქართველოდან წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაშინდელ დვალეთში, სადაც ცხოვრობდა ქართველი ხალხი - დვალები. ალან-ოვსები ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მხოლოდ მე-13 საუკუნეში შემოვიდნენ. დვალეთში ასული სიჭინავა დასახლდა იქ და გამრავლდა. ალან-ოსების შემოსვლის შემდგომ თანდათან მოხდა დვალების და მათ შორის აღნიშნული პიროვნების (სიჭინავას) შთამომავლების თანდათანობითი გაოსება. შემდგომ საუკუნეებში, უკვე მისი შთამომავლობის ნაწილი შემოვიდა შიდა ქართლში და კვლავ გაქართველდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კვლავ გაქართველებული ადამიანი იყო იოსებ სტალინის დიდი ბაბუის წინაპარი. ამ ადამიანებმა რამდენიმე თაობა იცხოვრეს საქართველოში, მოიყვანეს ქართველი ცოლები და ბოლოს, რამდენიმე თაობის შემდეგ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი, რომლის გვარის ფესვებიც დასავლეთ ქართულია (კერძოდ მოდის სიჭინავას გვარიდან), ხოლო ავტოსომური გენეტიკით სავარაუდოდ 80-90%-მდე ან მეტი იქნებოდა აღმოსავლეთ ქართველი ან საერთოდ ქართველი, ვინაიდან დიდი ხანი ცხოვრობდნენ ქართლში მისი წინაპრები. მაგრამ ჯერჯერობით იოსებ ჯუღაშვილის ავტოსომური კვლევა არ ჩატარებულა.
2022, 18 სექტემბერი, 1:49
საქართველო არასოდეს ყოფილა რუსეთის კოლონია. რუსეთი როგორც ამხელა სახელმწიფო და ძლიერი იმპერია შექმნეს პირველ რიგში ქართველებმა. რუსეთის იმპერიას 1697 წლიდან 1917 წლამდე აშენებდა 400 ქართველი გენერალი და საბჭოთა იმპერია საერთოდ შექმნა სტალინმა და ბერიამ დანარჩენ 123 ქართველ გენერალთან ერთად. შედარებისთვის, კოლონიური ტერიტორიებიდან არასოდეს ინიშნებოდნენ დამპყრობელ სახელმწიფოში გენერლებად და მით უმეტეს უმაღლეს პირებად და მმართველებად. არცერთი ინდოელი და პაკისტანელი არ ყოფილა მაგალითად ბრიტანეთის მმართველი ან გენერალი.
რუსეთს კოლონიები არ ჰქონდა. პირდაპირ იერთებდა ტერიტორიებს თავის უშუალო შემადგენლობაში და არა როგორც კოლონიებს. ქართველ თავად-აზნაურობას რუსეთში ჰქონდა ისეთივე უფლებები იმპერიის კანონის წინაშე, როგორც რუს თავად-აზნაურობას. იმპერიის ხალხებიდან ასეთი პრივილეგია მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა. არადა იმპერიაში ასამდე ეთნოსი იყო.
კოლონია არის ტერიტორია, რომელსაც უშუალოდ კი არ იერთებ შენს სახელმწიფოში, არამედ გყავს დაპყრობილი და სწოვ რესურსებს და სისხლს ვამპირივით და ამ დროს მილიონობით ადამიანს შიმშილით და სიღარიბით კლავ, როგორც ბრიტანეთმა მოკლა 20 მილიონზე მეტი ინდოელი რამდენიმე შიმშილობით - ეგაა კოლონიალიზმი. თავს რომ გამართინებს და გაწინაურებს ყველანაირად, ეგ არაა კოლონიალიზმი, ეგ არის უბრალოდ იმპერიული სახელმწიფო როგორებიც იყო მაგალითად ირანი, ოსმალეთი და რუსეთი.
რუსეთი ყველა მასში მცხოვრები ეთნოსის წარმომადგენლებს აძლევდა დაწინაურების საშუალებას და ბევრი გამოჩენილი სომეხი, თათარი თუ სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჰყავდა იმპერიას, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ქართველი. ქართველებზე დიდ წარმატებას ამ იმპერიაში არავის მიუღწევია და ეს ფაქტია. თავად რუსებსაც არ მიუღწევიათ ამხელა წარმატებებისთვის. მარტო ორჯერ გადაარჩინა რუსეთი სრულ განადგურებას ორმა ქართველმა გენერალმა - სტალინმა და პეტრე ბაგრატიონმა. ბაგრატიონს ამისთვის ბოროდინოს ველზე ძეგლიც დაუდგა რუსეთის იმპერატორმა.
2022, 5 სექტემბერი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2022, 5 სექტემბერი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 სექტემბერი, 0:05
თანაც ჰოლოდომორს აბრალებენ სტალინს რომ თითქოს მან ეს შიმშილობა უკრაინაში ძალით მოაწყო იმის გამო, რომ ვამპირი იყო და უკრაინელების ამოწყვეტა უნდოდაო, რაც არ დასტურდება და როგორც ჩანს რამდენიმე შიმშილობა, რომელიც მაშინ არა მარტო უკრაინაში, არამედ საბჭოთა კავშირის დიდ ნაწილში იყო, გამოწვეული იყო არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური დაგეგმარებით, არამედ ბუნებრივი ფაქტორებითაც - მაშინდელი მოუსავლიანი წლებით.
2022, 4 სექტემბერი, 23:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 სექტემბერი, 22:20
როცა ლიბერალები ცრუობენ, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში და თუნდაც რუსეთის იმპერიაში ქართველები "მონები იყვნენ"-ო, ყველას რატომღაც ავიწყდება, რომ მონები იმპერიაში ვერასოდეს ხდებიან გენერლები.
რუსეთის იმპერიას კი 400 ქართველი გენერალი ჰყავდა და საბჭოთა კავშირს 125. მათ შორის სტალინი და ბერია.
შედარებისთვის - ბრიტანეთის იმპერიაში არ იყო არც ერთი ინდოელი გენერალი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოელების რაოდენობა ბრიტანეთის იმპერიის პერიოდში იყო ნახევარ მილიარდამდე, ხოლო ქართველების რაოდენობა - ნახევარი მილიონიდან (იმპერიაში შესვლის პერიოდიდან) - 5 მილიონამდე (1991 წლისთვის).
2022, 4 სექტემბერი, 20:47
How many people actually died during the Soviet repressions during Stalin's rule?
Prior to the dissolution of the Soviet Union and the archival revelations, some historians estimated that the numbers killed by Stalin's regime were 20 million or higher.
However after the Soviet Union dissolved, evidence from the Soviet archives was declassified and researchers were allowed to study it. This contained official records of 799,455 executions in 1921–1953 (Seumas Milne: "The battle for history", The Guardian. (12 September 2002). Retrieved 14 July 2013.);
around 1.7 million deaths in the Gulag (Applebaum, Anne (2003) Gulag: A History. Doubleday. ISBN 0767900561 pp. 582–583.);
some 390,000 deaths during the dekulakization forced resettlement (Pohl, J. Otto (1997). The Stalinist Penal System. McFarland. p. 148. ISBN 0786403365. Pohl cites Russian archival sources for the death toll in the special settlements from 1941–49);
and up to 400,000 deaths of persons deported during the 1940s (Pohl, J. Otto (1997). The Stalinist Penal System. McFarland. p. 148. ISBN 0786403365. Pohl cites Russian archival sources for the death toll in the special settlements from 1941–49);
with a total of about 3.3 million officially recorded victims in these categories (Wheatcroft, Stephen G. (1999). "Victims of Stalinism and the Soviet Secret Police: The Comparability and Reliability of the Archival Data. Not the Last Word")
According to historian Stephen Wheatcroft, approximately 1 million of these deaths were "purposive" while the rest happened through neglect and irresponsibility (Wheatcroft, Stephen (1996). "The Scale and Nature of German and Soviet Repression and Mass Killings, 1930–45");
source: Excess mortality in the Soviet Union under Joseph Stalin - Wikipedia;
0 1 9