განათლება აფრიკულ ზღაპრებში დამალული იდუმალება. უძველესი კულტურის საიდუმლო 2019, 11 ივნისი, 17:34 ![]() ![]() აი, სწორედ ამ მომენტში, აფრიკელები გარემომცველ სამყაროსთან, ცხოველებთან, მცენარეებთან, წინაპრების სულებთან და ღმერთებთან ერთიანდებიან. ხშირად კოცონთან ასეთ შეკრებებს თან ახლავს აფრიკული ტამტამების რიტმული ხმა. ისინი საუბრობენ, მღერიან და ცეკვავენ. ეს ყველაფერი კი ერთ მთლიან, მისტიკურ რიტმად იქცევა. ![]() საინტერესოა, რომ აფრიკის ![]() ![]() აფრიკულ ზღაპრებში შეცდომის ერთადერთი განაჩენი - სიკვდილია. აფრიკულ ზღაპრებს არ გააჩნდათ წერილობითი ფორმა. ისინი თხრობით გადაეცემოდა თაობებს. ამიტომაც, ევროპული ზღაპრებისგან განსხვავებით, აფრიკული ზღაპრები ეპიზოდების კომბინაციებისგან შედგება და არ არის გამართულად აგებული. ![]() აფრიკულ ზღაპრებში სიმდიდრედ არ მიიჩნევა არც ოქრო, არც ფული ან მიწა. აქ სიმდიდრე - საჭმელი ან ზოგიერთ შემთხვევაში, ლამაზი ცოლია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მრავალი აფრიკული ზღაპარი ისტორიკოსების ინტერესის საგანს წარმოადგენს, რადგან მათში არა მარტო გამოგონილი, მითოლოგიური მოვლენებია მოთხრობილი, არამედ უძველესი ტომების გაჩენის ისტორიაც. რა თქმა უნდა, ზღაპრები წინაპრების ამბებს ალეგორიული და ჰიპერბოლიზებული სახით გადმოსცემს, მაგრამ მათში აფრიკელების წარმოდგენებიც ჩანს: სამყაროს შექმნის, ადამიანის გაჩენის ისტორია და ა.შ. ![]() საინტერესოა ისიც, რომ აფრიკაში ზღაპრების მთხრობელები ძირითადად მამაკაცები არიან. დასავლეთ აფრიკაში პროფესიონალი მეზღაპრე მამაკაცების სპეციალური კასტაც კი შეიქმნა. მათ დიელებს ეძახიან. აფრიკულ ზღაპრებში ბევრი ამბავია ცხოველების მონაწილეობით. ბევრი ღრმა, შემეცნებით ხასიათს ატარებს. ის აფრიკელი ხალხების ნამდვილი კულტურული მემკვიდრეობაა. „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიაში 13 ივნისიდან გამოვა „აფრიკული ზღაპრები“. მისი შეძენა ჟურნალ „გზასთან“ ერთად იქნება შესაძლებელი. 1221 4-ს მოსწონს
|