x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უნიკალური შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების (BTU) უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის
imageBTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების უნიკალურ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც თანამედროვე განათლების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, პირველი კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს. ლექტორების საუკეთესო გუნდი წევრები, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებს წარმოადგენენ, სტუდენტებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უახლეს ტექნოლოგიებს ასწავლიან, არამედ მათ დასაქმების პროგრამებს და ინდუსტრიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც სთავაზობენ.


პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს კი უნივერსიტეტმა საქართველოში უპრეცედენტო შეთავაზება გაუკეთა. მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გაიარონ ნებისმიერი ის კურსი, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლება. საუბარია ჯამში 120-მდე სხვადასხვა კურსზე ბიზნესის ადმინისტრირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.


BTU საინტერესო სიახლეს სთავაზობს მაგისტრანტებსაც. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით, მაგისტრატურის ყველა სტუდენტი სრული დაფინანსებით, საჩუქარად მიიღებს შემდეგ სასერთიფიკატო კურსებს: CRM, SPSS და ბიზნესში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიები.


CRM მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მართვას კომპანიის მხრიდან. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნების საშუალებას იძლევა. იგი შესანიშნავი ინსტრუმენტია გაყიდვების გუნდისთვის, რადგან შესაძლებლობას აძლევს მას, გაეცნოს პოტენციური კლიენტების პროფილს, მათ საჭიროებებს და, შესაბამისად, მაქსიმალურად შესაფერისი პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს. სწორედ ამიტომ მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და დღეს ყველა მოწინავე კომპანია ნერგავს CRM სისტემას.



რაც შეეხება SPSS-ს, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის მონაცემების გარდაქმნა და ანალიზი. SPSS-ს შეუძლია ყველა ფორმატის ფაილის გახსნა, რომელსაც იყენებენ სტრუქტურირებული მონაცემებისთვის: Ms Excel -ის ცხრილები, ტექსტური ფაილები/plain text files (.txt ან .csv), Stata და SAS პროგრამების ფაილები. SPSS პირველად 1968 წელს გაეშვა. 2009 წელს მისი განსაკუთრებული ღირებულების გამო ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა IBM-მა შეიძინა და კომპანიას IBM SPSS Statistics დაერქვა. IBM მსოფლიოს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელსაც საქართველოშიც აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს კომპანია SYNTAX-ის სთავაზობს სასერთიფიკატო პროგრამას ბიზნესში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ მართონ სამუშაო პროცესები ტექნოლოგიების გამოყენებით და ამასთანავე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.


ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.


რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტში - მის: ჭავჭავაძის გამზ#82 და ან ელექტრონულად.


რეგისტრაცია გაგრძელდება 24 აგვისტოს ჩათვლით.

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0