x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

1. რომის იმპერია არ იყო უდიდესი ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის 5 მილ კვ. კმ–ს ფართობის ტერიტორიას მოიცავდა, დიდ სახელმწიფოებს შორის, მხოლოდ მე–19 ადგილს იკავებს. ყველაზე დიდი იმპერიების სამეულის სია კი ასეთია: I ადგილზე, ფართობის მიხედვით, ბრიტანეთის იმპერიაა, 36 მლნ კვ. კმ–ით, II – მონღოლთა იმპერია, 33 კვ. კმ–ით და III – რუსეთის იმპერია (1895 – 1905 წწ.), 22, 8 მლნ. კვ. კმ–ითimage


2. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი, ლიდერი აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) იყო. ძვ. წ. აღრ. 480 წ. სპარსეთის იმპერიაში მსოფლიო მოსახლეობის 44% ცხოვრობდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ისტორიაში არსებულ, იმპერიებს შორის. მაგ., ბრიტანეთის იმპერიაში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 20 % შედიოდა.

image3. ძველი სპარტას სრულფასოვან მოქალაქეებს არასდროს უმუშავიათ. საქმე იმაშია, რომ სპარტას ყოველი მოქალაქე, მისი სრულწლოვანების დღეს (25 წელი) სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთს და მონებს იღებდა, მიწის დასამუშავებლად. მიწის სანაცვლოდ, მოქალაქე ვალდებული იყო, სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობა მიეღო. ამასთან, სპარტაში ბავშვები სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდნენ და 7 წლის ასაკში, ისინი სამხედრო ტიპის სკოლა-ინტერნატებში მიჰყავდათ.

4. ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე, მშვიდობა მხოლოდ 240 წელი იყო. დანარჩენ დროს, ქვეყნები ერთმანეთთან ომს აწარმოებდნენ.

5. მონღოლები მოკლული მტრების ქონს ადნობდნენ, შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და როგორც იარაღს ისე იყენებდნენ.image


6. ძველ ეგვიპტეში ფარაონები არ არსებობდნენ. პირველად სიტყვა «ფარაონი» ბიბლიაში გამოჩნდა, თან «მმართველს» კი არა, «სასახლის» მნიშვნელობით. თავად ეგვიპტელები თავიანთ მმართველებს «მეფეებს» ან «ორი ქვეყნის მბრძანებლებს» (იგულისხმება ზემო და ქვემო ეგვიპტე) უწოდებდნენ.

7. ფარაონების მსახურებს სპეციალურად უსვამდნენ თაფლს, რომ მათ მწერების ყურადღება მიეპყროთ და საკუთარი ბატონი მათგან დაეცვათ.

8. იუს (ძველი ჩინეთის სამეფო) მმართველი გოუძიანი (ძვ. წ. აღრ. 496–465 წწ.), ომის დროს, წინა ფლანგზე, სიკვდილმისჯილ დამნაშავეებს უშვებდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ თავი საკუთარი ხელით მოეკვეთათ და მოწინააღმდეგეები შოკში ჩაეგდოთ.

image9. ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები ძველ რომშიც იმართებოდა... მოსახლეობა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს, პროტესტს ქალაქიდან წასვლით გამოხატავდა და ისტორიული წყაროების მიხედვით, ასეთი რამ, არაერთხელ მოხდა. საკუთარი უფლებების დასაცავად, პროტესტის ეს ფორმა ძალზე ეფექტური იყო, რადგან პარალიზებულ ქალაქში, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.

10. ალექსანდრე მაკედონელი მრავალი ჯაშუშური ხრიკის ავტორი იყო, რომლებიც დღემდე გამოიყენება. მაგ., ის ყველა წერილს კითხულობდა, რომელსაც მისი ქვეშევრდომები ახლობლებს უგზავნიდნენ. ხოლო, ჯარისკაცებს, რომლებიც მომავალი გამარჯვებებისთვის, სათანადო ენთუზიაზმს არ იჩენდნენ და საბრძოლო სულისკვეთებას არ ავლენდნენ, სიკვდილით სჯიდა.image


11. რომაელი ჯაშუშები, ჩვენთვის ცნობილი, უხილავი მელნის ნაცვლად, შარდს იყენებდნენ. ისინი მესიჯებს ხილულ სტრიქონებს შორის წერდნენ. ხოლო, ფარული ტექსტის წაკითხვა, მხოლოდ ფურცლის გათბობით იყო შესაძლებელი. სწორედ აქედან წამოვიდა – «სტრიქონებს შორის კითხვის» გამოთქმა.

image12. ჩინეთში, ან ლუშანის აჯანყების დროს (755 – 763 წწ.) 36 მლნ. ადამიანი დაიღუპა. რაც იმ დროს, მსოფლიო მოსახლეობის მეექვსედს შეადგენდა. შედარებისთვის, I მსოფლიო ომში 40 მლნ ადამიანი დაიღუპა.

13. პეტრე დიდმა ცოლის საყვარელს თავი მოჰკვეთა და შემდეგ აიძულა, რომ ბალზამირებული თავი თავის საძინებელში შეენახა.

14. 1288–1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, ხელისუფლება სპეციალურ ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს გასცემდა, რომლის მფლობელს, ღია ზღვაში, ნებისმიერი გემის დაყაჩაღება შეეძლო. თუმცა, ეს იმ პირობით, რომ ნაძარცვის ნაწილს, მეფის ხაზინას ჩააბარებდა. კანონი, კაპერების შესახებ, 1288 წელს არაგონის მეფემ ალფონსო III შემოიღო. მოგვიანებით, ასეთ ლიცენზიებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში გასცემდნენ, სადაც საზღვაო ნავიგაცია იყო განვითარებული.

15. XIX საუკუნეში კუბო გამოიგონეს სიგნალის მექანიზმით, რომლის გამოყენება ცოცხლად დამარხულ ადამიანს შეეძლო. მაშინ ასეთი რამ, ძალიან ხშირად ხდებოდა.image


16. XVIII საუკუნის ბოლომდე, კბილის პროთეზებს, ომში დაღუპული ჯარისკაცების კბილებით ამზადებდნენ.

17. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრძოლაში კავალერიის მონაწილეობის ბოლო შემთხვევა იყო. მაშინ, მონღოლთა ცხენოსანთა დივიზია გერმანელ ქვეითებს შეებრძოლა და დამარცხდა. იმ ბრძოლაში, არცერთი გერმანელი არ მომკვდარა. თუმცა, ის უმსხვერპლოდ არ დასრულებულა: დაიღუპნენ მონღოლები, საკუთარ ცხენებთან ერთად.

18. ჯორჯ კენედის კეფაში შემავალი ტყვიის ხვრელი, უფრო პატარა იყო, ვიდრე ტყვიის კალიბრი, რომელიც, როგორც ითვლება, ლი ჰარვი ოსვალდმა გაისროლა, პრეზიდენტზე თავდასხმის დროს.

19. II მსოფლიო ომის შემდეგ, კურილიის კუნძულების გამო, იაპონიას და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ – ფორმალურად, მათ შორის ომი ისევ გრძელდება...

20. 1672 წლის 27 სექტემბერს, ინგლისის მეფემ ჩარლზ II აფრიკის სამეფო კომპანიას ცოცხალი საქონლით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მისცა. შედეგად, აღნიშნულმა კომპანიამ, თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე, ახალ სამყაროში, მილიონზე მეტი აფრიკელი «ტურისტი» გადაიყვანა.

ეს მონათვაჭრობის ოქროს ხანა იყო... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"

* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?



0
1110
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0