საზოგადოებრივი რომი დაარსეს და გაქრნენ... 2022, 14 თებერვალი, 11:29 ეტრუსკებ – რომის იმპერიის წინამორბედები რომის იმპერიის აღმოცენებამდე, ასობით წლით ადრე, აპენინის ნახევარკუნძულზე სხვა კულტურა დომინირებდა — ეს ეტრუსკები იყვნენ. მისი ცენტრი თანამედროვე ტოსკანაში და მის შემოგარენში მდებარეობდა. ეტრუსკები შესანიშნავი ფერმერები და ხელოსნები იყვნენ და ასევე, ლითონთან მუშაობის უნარით იყვნენ განთქმულები. გარდა ამისა, ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ მეზობელი, ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებთან. ამასთან, მათი კულტურა ძალიან განსხვავდებოდა მათი კულტურისგან. ხელოვნება უფრო იმპრესიონისტული იყო და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გავლენას ასახავდა. ქალებს მამაკაცებთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ, რაც იმ დროს, იშვიათობა იყო. ეტრუსკულ ენას, რომელიც დღემდე, სამარხებზე, ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი, არაფერი ჰქონდა საერთო იმ ენებთან, რომელზეც მათი მეზობლები საუბრობენ. მათი კულტურის შესწავლისას, შეიძლება, იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ეს სრულიად სხვა ხალხი იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მეზობლებთან. თუმცა, ეტრუსკული დნმ-ის კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკურად, ისინი არ განსხვავდებოდნენ სხვა ადგილობრივი მოსახლეობისგან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კულტურა და ენა მათ კიდევ უფრო ადრეული ცივილიზაციისგან მემკვიდრეობა მიიღეს. ძველი რომი როგორც ეტრუსკების ისტორიის მკვლევარი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი მაიკლ მაკკორმიკი (Michael McCormick) ამბობს, რომის პირველი მმართველები ეტრუსკები იყვნენ. შესაძლოა, რომ თვით, რომიც კი, ეტრუსკებმა დააარსეს... ახალმა ქვეყანამ და შემდგომ იმპერიამ, მრავალი დაწესებულება და კულტურული ჩვევები, სწორედ მათგან მიიღო ან მისთვის იყო ადაპტირებული ეტრუსკების მიერ. მიუხედავად ამისა, ეტრუსკები ტერიტორიულ საზღვრებს ძველებურად იცავდნენ, ტოსკანაში ჩასულ მიგრანტებს საკუთარ ენას და კულტურას ასწავლიდნენ. შედეგად, მიგრანტების ინტეგრირება ეტრუსკულ საზოგადოებაში ხდებოდა (შესაძლოა, მიგრანტების ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ თანამედროვე კვლევის შედეგებმა, ეტრუსკების და სხვა ხალხების დნმ-ს შორის განსხვავება ამიტომ არ აჩვენა). ასე გრძელდებოდა ძვ. წ. აღრ. III საუკუნემდე, ვიდრე მას რომის იმპერია არ დაუპირისპირდა. რომმა თანდათანობით, ეტრუსკების ქალაქები დაიპყრო ან მთლიანად გაანადგურა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს გამუდმებით არ ებრძვოდნენ და ხან, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ – ერთმანეთთან ვაჭრობდნენ და უფრო მეტიც, ეტრუსკები რომის სამხედრო კამპანიების დროს, მათი მოკავშირეებიც კი იყვნენ. მაგ., გალების წინააღმდეგ ომში. ისინი რომაელების მხარეს იბრძვოდნენ, ჰანიბალის (ძვ. წ. აღრ. 275 – 187 წწ.) არმიასთან დაპირისპირების დროს. რომის მიერ ეტრურიის დაპყრობის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ეტრუსკული ანკლავები არსებობდა. მასში კულტურული თვითმყოფადობაც შენარჩუნებული იყო და ეტრუსკულ ქალაქებს, გარკვეულწილად, პოლიტიკური ავტონომიაც გააჩნდა. თუმცა, ბოლოს, ისინი საკუთარ მდგომარეობას შეეგუვნენ და ძვ. წ. აღრ. 89 წ. რომის მოქალაქეობა მიიღეს. ამ დროისთვის, ერის რომანიზიის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებული იყო და ისინი, რომაელებს საბოლოოდ შეერწყნენ. არხის სხვა სიახლეები:* უძველესი ცივილიზაციების საფრენი აპარატები* ჰიდრავლიკური ტელეგრაფი – როგორ გზავნიდნენ მესიჯებს ძველ მსოფლიოში* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა* 5 საინტერესო კრიმინალური ფაქტი* 6 ნიშანი, რომ კორონავირუსი უკვე გქონდათ* მამაკაცის 12 სექსუალური ფანტაზია – მოლოდინი და რეალობა* გინდათ, რომ ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ? – 8 ხრიკი1575 6-ს მოსწონს |
ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეასმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდათ ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეასმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტა დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეასს. ამის შემდეგ ტროადან წამოსულებმა დააარსეს ქალაქი, რომელსაც ენეასის ცოლის პატივსაცემად ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეასს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაც დამარცხებულმა რუტულებმა დახმარება ეტრუსკულ ქალაქ ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეასმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეასი დაიღუპა და დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან.
(ტროელები იყვნენ პროტოიბერიელები)
ითალ, მერიდა, უამბო, ურბინო, ბოლ ცანო,..
იხილეთ სრულად:
https://www.facebook.com/notes/353826745950873/