x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

ასწლეულების მანძილზე, უძველესი მექსიკური ქალაქი ტეოტიუაკანი იდუმალებით მოცულ საიდუმლოს მალავდა, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში გამჟღავნდა.


image


ქ. ტეოტიუაკანი მექსიკაში


imageუძველესი ქალაქი ტეოტიუაკანი


მეხიკოს ურბანული ცენტრიდან 50 კილომეტრში, უძველესი სამყაროს ნამდვილი საოცრება — ქალაქი ტეოტიუაკანი მდებარეობს, რომელიც ამ ტერიტორიაზე აცტეკების მოსვლამდე, ათასი წლით ადრეა აშენებული. მისი სახელი, როგორც — «ადგილი, სადაც ადამიანები ღმერთები ხდებიან» ითარგმნება. ხოლო, ეს ადგილი, ოდესღაც აყვავებული მეტროპოლიის ცენტრი იყო, რომელშიც, იმ დროს, როდესაც დედამიწის მოსახლეობა, სულ რაღაც 200 000 მლნ. იყო, დაახლოებით, 100 000 ადამიანი ცხოვრობდა.

II–VII საუკუნეებში ტეოტიუაკანი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის მაცხოვრებლებმა გაიყვანეს ფართო გზები, აღმართეს რთული შენობები და დეკორატიული ნაგებობები, მზის და მთვარის ტაძარი. ააგეს დიდი პირამიდები, რომელიც არ ჰგავს შორეული ეგვიპტის პირამიდები. როდესაც აცტეკებმა მიტოვებული ქალაქი იპოვეს, მისი ბრწყინვალებით გაოცდნენ...


imageტეოტიუაკანის კომპლექსის ცენტრალური ნაწილი — ბუმბულიანი გველის პირამიდა


ტეოტიუაკანი თავისთავად საიდუმლოა. ოდესღაც, ალბათ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის მოსახლეობის და კულტურის შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი. უცნობი მიზეზების გამო, ის ყველამ დატოვა და ეს, დაახლოებით, 700 წლისთვის მოხდა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი მოსახლეობა რვა სხვადასხვა ღმერთს სცემდა თაყვანს და მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ასრულებდა.

თანამედროვე დროში, ტეოტიუაკანი ექსპედიციების და გათხრების ცენტრად იქცა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ რამე გაეგოთ, ქალაქის საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა: მეცნიერებმა პირამიდების ქვეშ, ხელოვნური გვირაბების ფართო ქსელი და მიწისქვეშა კამერები აღმოაჩინეს, რომელიც სრულიად ამოუცნობი ტერიტორიაა. სწორედ იქ, მუდმივი სიბნელის სამყაროში, მათ უჩვეულო რამ აღმოაჩინეს.


კეცალკოატლის ტაძრის მიწისქვეშა გვირაბები


imageკეცალკოატლის პირამიდის ექვსდონიანი საფეხურები. თითოეული დონის გარე კიდეებს ბუმბული გველის თავები ამშვენებს


2013 წელს, როდესაც მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგები, ბუმბულის გველის პირამიდის ქვეშ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კეცალკოატლის ტაძარი, გვირაბების ქსელის კვლევისას, უჩვეულო რამ იპოვა.
მათ ლაზერებით და ინფრაწითელი კამერებით აღჭურვილი, რობოტი Tlaloc II-TC გამოიყენეს. ეს მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა და მისი მეშვეობით, ტაძრის ქვეშ, რამდენიმე კამერა შეისწავლეს. რობოტმა გვირაბის სკანირება მოახდინა და სამგანზომილებიანი კარტოგრაფიული გამოსახულება შექმნა.


image ტეოტიუაკანის შესწავლისას ათასობით არტეფაქტი აღმოაჩინეს


ხოლო, ერთ–ერთ კამერაში, იატაკზე ასობით ყვითელი ბურთულა იყო მიმოფანტული, რომლის ზომა 3, 5–დან – 12 სმ–ს დიამეტრის ფარგლებში მერყეობდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თიხის სფეროები გარედან პირიტით იყო დაფარული. პირიტი გოგირდის შემცველი რკინაა, რომელსაც «სულელების ოქროსაც» ეძახიან და ამიტომ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეს ბურთულები ოქროსგან იყო ჩამოსხმული. სავარაუდოდ, ამ არტეფაქტების ასაკი 1800 წელი უნდა იყოს.


imageრობოტი Tlaloc II-TC


როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მაღალი რანგის პირები, ქურუმები ან თუნდაც, მმართველები, რიტუალების შესასრულებლად, სწორედ ამ გვირაბში ჩადიოდნენ.


image



არხის სხვა სიახლეები:


* ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"

* 5 მოულოდნელი ფაქტი შემოდგომის შესახებ

* 15 საინტერესო ფაქტი "ბურღულეულის დედოფლის" – წიწიბურას შესახებ

* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?



0
959
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0