x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჰუმანიზმის პროდუქტი - როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"

1890 წლის 6 აგვისტოს, კაცობრიობამ, თავისი განვითარების ისტორიაში, ახალი ფურცელი ჩაწერა. სამეცნიერო–ტექნიკურმა პროგრესმა ისეთ სპეციფიკურ საქმიანობამდე მიაღწია, როგორიც სიკვდილით დასჯის აღსრულება იყო. ამ დღეს, აშშ–ში, «ელექტრო სკამზე» პირველი სიკვდილით დასჯა განხორციელდა.


image


ელექტრო დენით სიკვდილის დასჯის მეთოდი, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. XIX საუკუნის ბოლოს, ამერიკელები სიკვდილით დასჯის ახალ სახეობაზე ფიქრობდნენ, რადგან სახრჩობელა, საზოგადოებას მეტისმეტად მკაცრ საშუალებად მიაჩნდა. დიდი ხნის მანძილზე, მისი ჰუმანური შემცვლელი, ვერაფრით იპოვეს სპეციალისტებმა. მაგრამ, ერთხელ, სტომატოლოგი ალბერტ საუთვიკი, იმ დროისთვის, უცნაური უბედური შემთხვევის მომსწრე გახდა: ახალგაზრდა ზეინკალი, გაუფრთხილებლობით, ელექტრო დენის გენერატორის კონტაქტებს შეეხო და ადგილზე გარდაიცვალა. სტომატოლოგმა ახალი ამბავი თავის ერთ–ერთ პაციენტს — სენატორ დევიდ მაკმილანს გაუზიარა და თან დასძინა, რომ ელექტრო დენის გამოყენება, სავსებით შეიძლებოდა სახრჩობელას ჩანაცვლება, რადგან სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი, ბევრად უფრო ჰუმანიტარულიაო. მაკმილანს აზრი მოეწონა და წინადადება სენატში შეიტანა. 2 წლიანი მწვავე დისკუსიების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატი, პირველად აშშ-ს ისტორიაში, კანონი მიიღეს ელექტრო სკამით, სიკვდილით დასჯის შესახებ.


image


1888 წელს ტომას ედისონი ლაბორატორიაში, დამატებითი ექსპერიმენტების სერია, ცხოველებზე ჩაატარეს. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ ექსპერტებისგან, დადებითი დასკვნა მიიღო, ამ მეთოდით სიკვდილით დასჯის განხორციელების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და 1889 წლის 1 იანვარს ნიუ-იორკის შტატში, ძალაში შევიდა «კანონი ელექტრო დენით სიკვდილით დასჯის» შესახებ.

1890 წელს, ქ. ობერნის (ნიუ-იორკის შტატი) ციხის ელექტრიკოს ედვინ დევისმა «სიკვდილის მანქანის» პირველი სამუშაო მოდელი შექმნა.

სიკვდილით დასჯის ამ მეთოდს, საზღვარგარეთ, ფართო გავრცელება არ ჰქონია. ხოლო, აშშ–ში, გასული საუკუნის 70–იან წლებში, «ელექტრო სკამის» ჩანაცვლება, სასიკვდილო ინიექციით დაიწყეს.
«ელექტრო სკამის» გამოყენების ისტორიის მანძილზე, მისი მეშვეობით, სიკვდილით, 4300 ადამიანი დასაჯეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი

* საინტერესო თავსატეხი ყველაზე საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)

* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო

* როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება პირველი სიმპტომებით?

* საჭირო მომენტში გადაღებული 50 ფოტო

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

* 10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო შეცვალა


2
463
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
463
  
2022, 13 სექტემბერი, 0:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 31 აგვისტო, 17:15
:-(
0 1 2