სიახლეები "თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე 2022, 2 სექტემბერი, 19:20 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პორტუალიაში ჩატარებულ ახალ კვლევას ასაჯაროებს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს რომ ის აცრილი მოქალაქეები, ვინც კოვიდით 2022 წელს დაინფიცირდნენ, რეინფიცირებისგან 4 -ჯერ უფრო დაცულები არიან:"ახალმა კვლევამ პორტუგალიიდან დაადასტურა, რომ თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ, ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან, ვიდრე აუცრელი ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, აგერ, ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს, გამგები გაიგებს… უაზრო კომენტარები “მუშკეტერებს” გაუგზავნეთ", – წერს გიორგი ფხაკაძე.581 1-ს მოსწონს |