საზოგადოება “აუ, ვერ ვიტან მეგრულად რომ ლაპარაკობენ... ჯერ ერთი რომ არ გესმის რა პონტია" - რა მოისმინა ვიკა ბუკიამ 2022, 1 სექტემბერი, 16:00 ![]()
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში შემთხვევით მოსმენილ ორი გოგოს დიალაგოს ასაჯაროვებს, რომელიც მეგრულ და სვანურ ენებს შეეხება:
"აივანზე ვზივარ ჩემთვის და რომელიღაც აივნიდან მესმის სუპერ-პიზ-ინტელექტუალური დიალოგი: - აუ, ვერ ვიტან მეგრულად რომ ლაპარაკობენ. ჯერ ერთი რომ არ გესმის რა პონტია. - სულ უფრო ცოტა ლაპარაკობსო და ძაან კაი თუ გადაშენდება. საზიზღრობაა -და სვანური მოგისმენია? -აუ, კი. დაბრედვაა. აი, ამ ორი ინფუზორიას დიალოგს კაი მეგრული ჯგარჯგალი არ ჯობია ახლა?"- წერს ვიკა ბუკია.
ჟურნალისტის ამ პოსტს აქტიურად გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში:
"და რუსის ბაბას ლაპარაკს რომ გაიგონებს ავტობუსში, ბოლო სკამიდან წამოხტება, ბილეთს აუღებს, მთელი თვის ხელფასს დაახარჯავს, საგვარეული ჯვარს აჩუქებს, ლაღიძის რეცეპტს მიცემს და ა.შ" "იდიოტები. მე კიდე მეგრულის სწავლა დავიწყე. სერიოზულად. არ ვხუმრობ. ყველა სიმღერა ვიცი ბავშვობიდან და მეხმარება." "ისე მინდა მეგრულად პაჭკვალებდეს ჩემი შვილი, “მუჭო რექ?”-ზე პასუხი 1 წლისას ვასწავლე რა ხალხია " "სვანური ლილე მეგრული ჩელა აფხაზური ვარადო. ლაზური ნენეშ ბირა უფალმა არ მოგვიშალოს ქართულთან ერთად" "მინდა ვთქვა, რომ მეგრულად საუბარი ჯგარჯგალი საერთოდ არაა.მახსოვს, სტუდენტობისას ერთმა ლექტორმა გაიხსენა: პრაღაში მე და ჩემი ძმა ქუჩაში გაგვაჩერეს და გვკითხეს, რა მუსიკალური ენაა, რომელ ენაზე საუბრობთო?. დიახ, მეგრული მუსიკალური ენაა, სალარო, რომელიც მრავალ განძს ინახავს, ოღონდ ამას ცოდნა უნდა!" "ჩემთვის, სვანური და იაპონური ჰგავს ერთმანეთს "- უწერენ კომენტარებში ვიკა ბუკიას. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიკა ბუკიას დაუწერა: "რატომ აქვეყნებთ ასეთ პროვოკაციულ პოსტებს?! რამდენი იდიოტია, ყველას ნაბოდვარი უნდა გამოაქვეყნოთ?" რაზეც ჟურნალისტმა საკმაოდ უხეშად უპასუხა: "გადი, ქალო, გადაშენდი. ფოჩო". იქვე კიდევ ერთი პასუხი მოჰყვა უკვე სხვა მომხმარებლისაგან: "პროვოკაციული რატომაა პოსტი? ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს რომ ეზიზღება მეგრული და მეგრელები და მაგაზე ვსაუბრობთ, კიდევ ჩვენ ვართ პროვოკატორები?" 1252 2-ს მოსწონს
|