საზოგადოება „გზიდან ვრეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი? სასწრაფოში შევვარდი, მარიკო იწვა…” - წურწუმია 2022, 1 სექტემბერი, 8:38 ![]() . გზაში საცობები, იქამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. თან გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი? რომ მივედი, სასწრაფო იყო მისული. წაქცეულა, მგზავრს დასცემია ზემოდან. ქალებს კალთაზე გადაუწვენიათ, ყურები დაუზელიათ. ამ კონდუქტორს დაუცლია ავტობუსი. მოუტანა წყალი, წამალი, სასწრაფო გამოიძახა… . სასწრაფოს მანქანაში შევვარდი. მარიკო იწვა, ჟანგბადი მოვხსენი და მინდოდა ხმა გაეცა ჩემთვის. ხმა გამცა და პირველად მაშინ მომეშვა. კონდუქტორს მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იმ საშინელ წუთებში, ისეთი მადლობა ვერ ვუთხარი, როგორსაც იმსახურებდა. ამიტომ თქვენი მეშვეობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ შვილს ასეთი ყურადღება მიაქცია. . მერე გერმანულ ჰოსპიტალში, სამ საათში ყველა ანალიზის პასუხი ხელში მეჭირა და დიდი მადლობა მედ-პერსონალსაც. გამოცდების პერიოდი აქვს და ხომ იცით, რა სტრესულია სტუდენტისთვის ეს დრო. თან კარგი სტუდენტია, პასუხისმგებლობიანი, კარგი გოგოა. . ემოციურია, თან მშიერი იყო, უძინარი… როგორც ჩანს, ავტობუსში ჰაერიც არ იყო და გონება დაკარგა… ასეთ დროს ხვდები, რომ… ყველაფერი უცებ უფერულდება და აზრს კარგავს. ახლა კარგად არის. მადლობა“, – ამბობს წურწუმია. ახლა მარიკო კარგადაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცნობილი წყვილის ქალიშვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა. მარიამ მამულაშვილი სამხატვრო აკადემიაში, დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე მოეწყო. მარიამმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 1154 შეფასება არ არის
|