x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არის რთული სათამაშოების აპარატისთვის რამის მოგება?

ყველა ვისაც კი, სათამაშოების აპარატიდან რამის ამოღება უცდია, იცის რომ ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სინამდვილეში ჩანს. როგორც ამერიკულმა Vox–მა ახსნა, აქ საქმე მოთამაშეების უნარებში კი არა, თავად აპარატშია — ის მოტყუებისთვის არის შექმნილი!


image


გამომცემლობამ ერთ–ერთი ასეთი აპარატის ინსტრუქცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მანიპულატორის «თათი» ისეა დაპროგრამირებული, რომ სრული ძალით სათამაშოს იშვიათად უჭერს. მის მფლობელს შეუძლია იმის მითითება, თუ რა სიხშირით უნდა გააკეთოს მექანიზმმა ეს. ავტომატიდან სათამაშოს ამოღების ალბათობა კი, 0–დან – 50 %–მდე მერყეობს. გარდა ამისა, ავტომატში ასევე არის «გადატვირთვის» პარამეტრიც — პატრონს შეუძლია მიუთითოს, რამდენად ხშირად უნდა გაუვარდეს «თათს» უკვე ამოღებული ნივთი.

გარდა ამისა, მასში შეიძლება სასურველი მომგებიანობის პროგრამის ამოქმედებაც: ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის თავად გამოთვლის მოთამაშეების მოგების სიხშირეს და მანიპულატორის დაჭერის ძალასაც დაარეგულირებს. მაგ., თუ ერთი თამაში 1 დოლარი ღირს, ხოლო სათამაშოების ფასი, საშუალოდ — 15 დოლარია, მისი მფლობელის 50 % მოგების სურვილის შემთხვევაში, ავტომატში 1 მომგებიანი პარტია, 23 ვარიანტზე იქნება.



image


არხის სხვა სიახლეები:


* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"

* 5 მოულოდნელი ფაქტი შემოდგომის შესახებ

* 15 საინტერესო ფაქტი "ბურღულეულის დედოფლის" – წიწიბურას შესახებ

* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი

* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?



1
105
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1