საქართველო დახმარება თუ მოსყიდვა? 2012, 24 სექტემბერი, 14:23 ![]() დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სოფლის რწმუნებულის ქეთევან ქავთარაძის სახლიდან მოსახლეობას ღვინოს ურიგებდნენ. ღვინოს თან ერთვოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო კალენდარი. როგორც სოფლის რწმუნებულმა, ქალბატონმა ქეთევან ქავთარაძემ ინფო9-სთან საუბარში განმარტა, შავი ღვინით სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ. მან უარი განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარზე და დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, მხოლოდ აღნიშნა, რომ გამგეობა ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას. „ინფო9“-ის გამოჩენის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო კალენდრის დარიგება შეწყვიტეს. ეს მასალა ინფო9-ის მიერ არის გადაღებული. მაინც რად შეიძლება ჩაეთვალოს მთავრობას მისი ეს საქციელი წინასაარჩევნოდ? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 77 7-ს მოსწონს
|