x
image
jango
ნაციონალები მოდიან, ჩქარა ცოცხები და 5-ისაგან გაფცქვნილი მიკროავტობუსები

imageნაციონალები უკვე სადაც გადაადგილდებიან თითქმის ყველგან ცოცხები ხვდებათ. არადა ასეთ დროს წესით დროშები ხვდებათ ხოლმე, მათ კი ცოცხები. ერთ-ერთი შემთხვევა ქუთაისში მოხდა, ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე "ნაციონალების" ავტოკოლონებით მსვლელობას ადგილობრივი მოქალაქეები ცოცხებით შეხვდნენ. ნახევრად ცარიელი მანქანები, საქართველოს დროშებითა და ნაციონალების მაისურებითა და გამბული სირენებით ქალაქის მოსახლეობის ყურადღებას იპყრობდნენ. კოლონას სათავეში ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თევდირაძე ედგა. შეიძლება ითქვას, რომ
მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე მეტი მანქანა იყო. თითო მაქანაში კარგ შემთვევაში ორი ადამიანი იჯდა, ცუდ შემთვევაში (რა თქმა უნდა) მხოლოდ მძღოლი. თუ ვინმე შემედავება და მეტყვის, რომ რამდენიმე მანქანა მაინც იყო სავსე, აქვე ვუპასუხებ მათ. ის მაქანები, რომლებზეც ამბობთ, რომ ხალხით სავსე იყო, ისხდნენ თვითმმართველობის წევრები (მერიაში ნახევრაზე მეტი
თანამშრომელი შვებულებაში ყოფილა და ამ შვებულებას ნაც მოძრაობის საპიარო თუ სააგიტაციო შეხვედრებისთვის იყენებენ)) ან და არასულწლოვნები, ისინი ვისაც ჯერ ხმის უფლებაც კი არ აქვთ .

5-ისაგან გაფცქვნილი მიკროავტობუსები:სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარეკლამო ბანერებს ახევენ.მძღოლები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ბანერების ჩამოხევა ავტოფარეხში დაავალეს. იქვე, სანდრო ეულის ქუჩაზე, მიკროავტობუსიდან ჩამოხეული "ნაციონალური
მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "5" ნაგვის ურნაზეა მიკრული.

0
1283
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
1283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0