x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსი ტურისტების გადასარჩენისთვის დაღუპული გურამ რჩეულიშვილი-1960 წლის 23 აგვისტო დეტალებში
image

26 წლის დაიღუპა, თუმცა ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მაინც მოასწრო მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა ქართული მწერლობაში.თითქოს გული უგრძნობდო, აკი თავად ჰქონდა ნათქვამი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე:": ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო"


1960 წლის 23 აგვისტოს გაგრაში დასვენების დროს, შტორმი დაიწყო. ზღვის ღელვა 6 ბალს აღწევდა .გურამი იქვე ზღვის პირას კაფეში იჯდა ლენინგრადელ სტუმრებთან ერთად, ორი ბიჭი და ერთი გოგო, პატარა სუფრა ჰქონდათ და ერთი ბოთლი არაყი .რუს ბიჭებს უცებ მოეკიდათ არაყი და აღელევებულ ზღვაში ბანაობა გადაუწყვეტიათ, გურამი სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა მათ მაინც არ მოიშალეს.


მალევე მღელვარე ზღვაში ბანაობის დროს ისინი ვეღარ გამოდიოდნენ ნაპირზე და შველა ითხოვდნენ;გურამ რჩეულიშვილი უყოყმანოდ გადაეშვა ზღვაში, შედარებით ნაპირისკენ რუსი გოგონა იყო, რომელიც უმალ გამოაგდო პლაჟისკენ, შემდეგ კი სიღრმეში შევიდა, სადაც სამი მამაკაცი ითხოვდა შველას, აქედან ის ორი რუსი ახლად შეძენილი ნაცნობი იყო და ერთი ქართველი.


image

"დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა. შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც "ალავერდობაში". შეეძლო, ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა"(მისი მეგობრის და ბიოგრაფის ნუგზარ წერეთელის მოგონებიდან)



როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, გურამმა, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა ცურვა, თოკის გაწყვეტის შემდეგ ნაპირისკენ გამოსწია, მეზღვაურის ზოლიანი მაისური სცმია, ამ დროს წამოსულა კიდევ ერთი ძლიერი ტალღა და ბეტონის ჯებირისთვის მიუხეთქებია მწერალი, ამის შემდეგ იგი წყალში ჩაძირულა.

image

გურამ რჩეულიშვილის, როგორც მწერლის დებიუტი შედგა 1957 წელს, როდესაც მისი მოთხრობა ჟურნალ "ციკარში" გამოქვეყნდა.მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.

1962 წელს რეჟისორმა გიორგი შენგელაიმ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის "ალავერდობას" მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.


რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

image

ასევე იხილეთ


დღეს 12 ივლისს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მსახიობს და პოეტს, ნიკო გომელაურს.შეგახსენებთ, იგი გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს 39 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი. არათავმდაბლური ლექსი მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე...


ეს ლექსი 1935 წლის "დღიური-96" -დან არის, სადაც დიდ პოეტს სხვადასხვა შენიშვნები, ჩანაწერები, შეხვედრების ქრონოლოგია აქვს ჩანიშნული და რა თქმა უნდა არც ლექსებია გამონაკლისი: ელშუა მენახშირე [ვარ მენახშირე მე უძლ.] ოქროყანელი ვარ მენახშირე - ვირით ტფილისშ


მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება უხვადაა გაჯერებელი პატრიოტული ლირიკით, ქართული ენის თუ წინაპართა დიდებით, თუმცა არის კიდევ ერთი არა ნაკლებ მნიშვნელოვანი შტრიხი მის შემოქმედებაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარე. დღეს 12 აპრილს, დიდი პოეტის დაბადების დღეს, სწორედ ან კუთხით წარმოგიდგენთ მის ...

image

ეძღვნება შალვა დემეტრაძის ხსოვნას "სევდის ბაღში, სევდის ჩიტი, სევდიანად გალობს" მონადირენი მწყემსების დანატოვარ ქოხში შეიხიზნენ ღამის გასათევად. ისინი ორნი იყვნენ, უკვე ხანში ფეხშედგმული ბიბლიოთეკარი რაჟდენა სხივიშვილი, ბოლო ხანებში ზედმეტი სიმსუქნისგან ქოშინი რომ მოსძალებოდა და ექიმის რჩევით ნადირობისთვის მიეყო ხელი, ხოლო მეორე მწერალი ლად...


სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათა...

3
590
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
590
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3