x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამი საუკეთესო ამონარიდი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველიდან"
image


დღეს 26 მარტს დაბადებიდან 84 წელი შეუსრულდებოდა გენიალურ ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს. ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ სამ საინტერესო ნაწყვეტს მისი ერთ-ერთი საუკეთესო რომანიდან "სამოსელი პირველი", რომელიც პირველად 1975 წელს გამოიცა.


***ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...

ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეძლოს... ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა... სახის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხვდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული... და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი.




***

და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?

- ყაყაჩო!

- არა, ჩქარა ჭკნება!

- ენძელა!

- ნაზია ძალზე...

- გეორგინი!

- გაფოფრილია...

- ვარდი?

- შაბლონურია...

- აბა რა?

- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ...



***


სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს.

4
209
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
2023, 6 აპრილი, 22:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4