პოეზია "ვუთხარ: აიღე, რაიც დიდია, მეცა მკიდია, ვირსაც კიდია" - გალაკტიონ ტაბიძის უცნობი უწმაწური ხასიათის გამოუქვეყნებელი ლექსი 2022, 30 მაისი, 18:54
ეს ლექსი 1935 წლის "დღიური-96" -დან არის, სადაც დიდ პოეტს სხვადასხვა შენიშვნები, ჩანაწერები, შეხვედრების ქრონოლოგია აქვს ჩანიშნული და რა თქმა უნდა არც ლექსებია გამონაკლისი:
ელშუა მენახშირე [ვარ მენახშირე მე უძლ.] ოქროყანელი ვარ მენახშირე - ვირით ტფილისში სვლა დავახშირე, ჩემს შეძახებას ისმენს გზა ხშირი: აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი. მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე, [მთაწმინდის გზამდე კიდეც გავყიდე] [იმ დღეს კი ბევრი ვერსა გავყიდე] ცოტაღა დამრჩა, თითქმის გავყიდე; [სდგას] როს აივანზე ქალი თმა-ხშირი - (როს ქალი თეთრი, ვით თაბაშირი, ) [და გადმომძახის:] ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი? [ვებნები: ნახე, რომელი გინდა - მეცა მკიდია, ვირსაც ჰკიდია. მე რომ მკიდია, ის] ვუთხარ: აიღე, [რაც კი] რაიც დიდია, [მეცა მკიდია, ვირსაც კიდია.] რომელი გინდა, [ის გიყიდია] მომიყიდია: გინდა აიღე, ვირს რომ ჰკიდია, გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია. ქალმა [დამწყევლა] ასე სთქვა ლამაზი პირით, მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი, მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც, ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც. [წყევლამ] მაგრამ არ გასჭრა, მივალთ ტაატით მე და ეს ჩემი დიდყურაანთი. და შეძახებას ისმენს გზა ხშირი: აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი. წყევლა ამიხდა: ელეკტრონი სდგას ჯიბრში, ვით გზირი, ვიღას სჭირია ჩემი ნახშირი. 1609 4-ს მოსწონს
|