x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს" - ომარ ხაიამის გენიალური გამონათქვამები, რომლებიც ათასი წლის შემდეგაც აქტუალურია
image

1048 წლის 18 მაისს დაიბადა უდიდესი სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასტროლოგი ომარ ხაიამი მისი რობაიები და ბრძნული გამონათქვამები აღფრთოვანებს მთელს მსოფლიოში მილიონობით მის თაყვანისცემელს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და აქტუალურია დღესაც და იქნება მომავალშიც.


სპარსული ლირიკა და კერძოდ ომარ ხაიამის გენიალურობა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ აღმოაჩინა.


პირველი ქართულ ენაზე რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ „კავკასიონში“) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი.




ომარ ხაიამის ბრძნული გამონათქვამები, რომელიც აქტუალურია და ბევრს ჩააფიქრებს:


1.სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს.

2.ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

3.საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო.


4.რაც უფრო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.


5.ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე.


6.სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას.


7.გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.


8.ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაადა ამავდროულად განუზომლად დიდი.


9.რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს.ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.


10.ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა.ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები გაზაფხული და ცისფერი ცა. ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...


11.ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს, ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს, ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს, ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს.


12.ვაღმერთებთ მათ ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.


13.ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.


14.ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია.მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება.


15.ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს.სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.





ობაიები



ჩემი მოყვანით ბედისწერამ ან რა მოიგო

ანდა წაყვანით ნუთუ რამე ნიშნი მომიგო?!

ასე უაზროდ წინ და უკან რომ მაწანწალა

მან ამით მკერდზე ნუთუ რამე ჯილდო მოირგო?!





***


ეჰ, წყლის ნაყვაა ყველა რჯული და ყველა რწმენა.

ბევრს კი ამაოდ ეცვითება მუხლი და ენა.

აბა, მე მკითხეთ, თქვენ მითხარით:-საიქიოში

ვინ წარიწყმიდა ან ვის ერგო სამოთხის ლხენა?



***


როგორც ჩქარი ნიაღვარი,

როგორც ქარი ველთა

გაქცეულან დღენი ჩვენი,

რაღა დაგვრჩა ხელთა.

სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლი

ორთა დღეთა გამო:

დღეთა ჯერეთ მოუსვლელთა

და წარსულთა დღეთა!

***

საქმეს ვაებით ვერას შველის

ჭირის მნახველი,

ვინც ჯაფას გასწევს, გონიერის

მას აქვს სახელი.

იცხოვრე ლაღად, გულს ნურასდროს

ნუ შეიჭირვებ.

ოხვრა-წუწუნით არ მცირდება

დიდი ნაღველი.


***

გზა გამიმრუდდა და ცხოვრება

ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა,

კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად

ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს

და ადვილად საშოვნელია.

***

ამ ქვეყანაზე ოდითგანვე

გზა მიდის ორი,

ნაწილი რწმენის გზას ადგას და

ნაწილი გონის.

ვაითუ ერთხელ ხმა გაისმას

მოულოდნელად:

"ეი, უვიცნო,

არც ერთი გზა არ არის სწორი!"

***

მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები

განა არა ვართ,

განა ალაჰის იმედების

ანაბარა ვართ?

აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი

ნოხი მოვპარეთ,

ისევ მოვედით ახალ ნოხის

მოსაპარავად.



8
488
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
488
  
2023, 30 მაისი, 23:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8