პოეზია 5 საუკეთესო ლექსი დედაზე 2018, 3 მარტი, 9:43 "დედის დღე" 3 მარტი 1991 წლიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღნიშნება, რომლის მიზანი იყო ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის ჩანაცვლება, რომელიც კომუნისტურ დღესასწაულთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ საქართველოში მარტის დასაწყისში ორ ულამაზეს ქალთა დღესასწაულს ავღნიშნავთ. იშვიათად მოიძებნება პოეტი, რომელსაც დედაზე თუნდაც მცირე კუპლეტი არ ჰქონდეს დაწერილი, რა თქმა უნდა ქვემოთ ჩამოთვლილ 5 ლექსს არ აქვს პრეტენზია საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყოს, ეს მხოლოდ სუბიექტური აზრია, თუმცა ნამდვილად გულგრილს ვერ დაგტოვებთ. წერილი დედას სერგეი ესენინი შენ ცოცხალი ხარ, მოხუცო ჩემო?
მეც ცოცხალი ვარ და გითვლი სალამს!
დე, გააბრწყინოს მაგ ქოხის ზემოთ
საღამოს უცხო ნათელი ცამან.
მწერენ, რომ თითქოს წუხილის მალვით
და მოწყენილი ჩემ გამო ძლიერ,
დადიხარ ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.
და რომ საღამოს იისფერ ქუფრში
შენ თვალწინ მძიმე ხილვები დგანან:
თითქოს ვიღაცამ მთვრალების ჩხუბში
გულისქვეშ ჩამცა ფინური დანა.
არაფერია! დაიცხრე შფოთი,
ეგ მხოლოდ მწარე ფიქრები მოგდევს,
რა უსაშველო მე კი ვარ ლოთი,
რომ შენ არ გნახო და ისე მოვკვდე.
სულს ადრინდელი სინაზე არხევს
და ახლა ვნატრობ მე მხოლოდ იმას,
რომ გამოვექცე დამღუპველ ნაღველს
და შევეფარო ჩვენს მყუდრო ბინას.
მე მოვალ, როცა მაისის დამდეგს
გაბარჯღავს რტოებს ძვირფასი ბაღი,
ნუ გამაღვიძებ ძალიან ადრე,
ვით მაშინ, როცა ვიყავი ბალღი.
ნუ გამიღვიძებ ოცნებას გამქრალს,
ნუ შემიშფოთებ არ ახდა რაიც,
რა ნაადრევი ტანჯვა და დაღლა
მე გამოვცადე ამქვეყნად, მაინც.
ნუ ცდილობ ლოცვით დაიხსნა შვილი!
არ დაბრუნდება წარსული უკან.
შენღა ხარ ჩემი ნუგეში ტკბილი,
შემორჩენილი ჩაუმქრალ შუქად.
მაშ, დაივიწყე წუხილის მალვით,
რომ მოიწყინე ჩემ გამო ძლიერ,
ნუ ივლი ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.
1924
მაგრამ სხვა კვნესა, წარსულის კვნესა, მხოლოდ მე მესმის! შავბნელი ღამე დააწვა ტყესა. ო, დედა კვნესის; მაგრამ ის კვნესა, სიკვდილის კვნესა, მხოლოდ მე მესმის! ესმოდეს კიდეც... განა წამოვა სიბნელის შიშით. ბნელი ღამეა... საფრთხე ღამეა ტალახით, ქვიშით. მოვდივარ! ღამეს ჩემი მერანი მოაპობს მკერდით. ეს ვინა კვნესის, ნეტავ ვინ არის? მოვდივარ ერთი!
დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად, ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები, ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა, შენ კი ერთხელაც არ მეყოლები! ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილად აღარ შევხვდებით აწი აკვანთან! ნუშები წელსაც აფრად გაშლილან, ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა, მაგრამ შავი დღე სულშიც შემოთოვს, ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები, იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებს დაემდურება ჩემი ფანჯრები... ჯერ ისიც მირჩენს სულის ჭრილობებს, ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი, ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც, მხოლოდ ისაა თავზარდამცემი, რომ კიდევ ასჯერ გავჩნდე ამქვეყნად, ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები, თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა, შენ კი ერთხელაც არ მეყოლები. ბათუ დანელია მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
9381 7-ს მოსწონს
|