x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დალიეთ ქალბატონო ძვირადღირებული ღვინო... ეს ჩემი ცრემლებია... რაც თქვენთვის დამიღვრია... მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო
image
- დაბრძანდით ქალბატონო, რამეს მიირთმევთ?
- არა მადლობთ, ერთი ჭიქა წითელი ღვინო, თუ შეიძლება...
- კარგით...
- იმ ბატონმა, ერთი ბოთლი წითელი ღვინო შეუკვეთა თქვენთვის...
- უთხარით რომ მადლობელი ვარ, მაგრამ არ მინდა...
- დაჟინებით მოითხოვა, რომ მის სახელზე დალიოთ ერთი ჭიქა...
- კი მაგრამ, ზურგით რატომ ზის, ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემსკენ...
- არ ვიცი ქალბატონო, ვეტყვი რომ თავად მოვიდეს თქვენს მაგიდასთან...
- კარგით...
- წერილი გამომატანა...
- წერილი? იღიმის : კი მაგრამ რომელი საუკუნეა? ადამიანი სულ რაღაც ორიფეხის ნაბიჯზეა და წერილს წერს?
საკვირველია, ვნახოთ რა წერია...
"გამარჯობა უცნობო ქალბატონო, მე თქვენ გიცნობთ, დიახ გიცნობთ... თქვენდა გასაკვირად, თქვენც მიცნობთ... რა უბედურებაა არაა? როცა ადამიანი ახლოსაა და არ შეგიძლია დაინახო... იცით, თქვენც ესე მოიქეცით... მთელი ჩემი ახალგაზრდობა შემოგნატროდით, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ როგორმე შეგყვარებოდით... არ გახსოვთ არაა? ჰო, ესეა... მე ღარიბი ოჯახიდან ვიყავი, თქვენ კი დიდგვაროვანი... როგორ შეიძლებოდა ჩემნაირი გლეხუჭასთვის შეგეხედათ... დღეს მე ფულიც მაქვს, ქონებაც... მაგრამ იცით რა დავკარგე? დრო... დრო იმაში, რომ თქვენც ზურგით იდექით მაშინ და მე მაინც თქვენ გიყურებდით დ თქვენ გყვარობდით... დალიეთ ქალბატონო ძვირადღირებული ღვინო... ეს ჩემი ცრემლებია... რაც თქვენთვის დამიღვრია... მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო...მაპატიეთ ეს სიყვარული და ისიც, თქვენს უკან ზურგით რომ ვიჯექი და ვერ შეძელით დაგენახათ ჩემი სახე... ალბათ ეხლა, როცა წერილს დადებთ, მაგიდისკენ გამოიხედავთ სადაც მე ვიჯექი და აღარ დაგხვდებით, გულში სიცარიელე გაგიჩნდებათ... ისეთი, როგორსაც მე მთელი ცხოვრება დავატარებდი"...
(უცნობი ავტორი)
1
266
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
266
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1