x
image
არჩილ ვერულიძე
"თეთრი ინდიელების" საიდუმლო

image
ესპანელი ისტორიკოსების, მოგზაურების მრავალი მტკიცებულება, ამერიკული ტომების ლეგენდები და ტრადიციები ადასტურებს განსაკუთრებული ინდიელების არსებობას - წვერიანი, თეთრკანიანი, ქერა ან წითური თმით. რამდენიმე საუკუნის წინ ინდიელები თაყვანს სცემდნენ მათ, როგორც ღმერთებს. მაგრამ ვინ არიან ეს „ღმერთები“ და საიდან მოვიდნენ პერუს უდაბნოებსა და ამაზონის ტროპიკებში? ზოგიერთი სკეპტიკოსი საეჭვოდ მიიჩნევს მათ არსებობას. თუმცა, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ.

image
ცნობილი მოგზაური, ინგლისელი პერსი ფოსეტი, რომელმაც გამოიკვლია ამაზონის ველური ბუნება მე-XX საუკუნის დასაწყისში, მოგზაურობის წიგნში წერდა, თუ როგორ დაესხნენ მას და მის ხალხს მაღალი, ლამაზი, კარგი აღნაგობის მქონე ველურები. მათ ჰქონდათ სუფთა თეთრი კანი, წითური თმა და ცისფერი თვალები. ვინ იყვნენ ეს იდუმალი მეომრები? იქნებ ესენი არიან ინდიელი «თეთრი ღმერთების» შთამომავლები, რომლებიც განცალკევებით ცხოვრობდნენ ამაზონის შეუსწავლელ რაიონებში?

საერთოდ, პირველი ჩანაწერები «თეთრი ღმერთების» შესახებ კოლუმბს ეკუთვნის. 1492 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებულ დღიურში ის წერს: „50 ჯარისკაცი საკმარისია იმისთვის, რომ დავიმორჩილოთ ისინი და ვაიძულოთ იმის გაკეთება, რაც ჩვენ მოგვესურვება. ადგილობრივები გვიშვებენ სადაც გვინდა და გვაძლევენ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ“. ის გაოცებული იყო იმით, რომ ინდიელები მათ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ღვთაებებს, ხელებს უკოცნიდნენ, ზოგიერთი კი სთხოვდა «წაეყვანათ ისინი ვარსკვლავურ ღმერთებთან.»

ცივილიზებული აცტეკებიც კი, ძლიერი სამხედრო სახელმწიფოთი და მრავალმილიონიანი მოსახლეობით, დამარცხდნენ მცირერიცხოვან ესპანურ ჯართან. 1519 წელს. კორტესის ჯარებს აცტეკების დედაქალაქის გზაზე თითქმის არ შეხვედრიათ წინააღმდეგობა.

ბევრი ისტორიკოსი ხსნის ესპანელი დამპყრობლების ამ წარმოუდგენელ წარმატებებს ახალი სამყაროს ინდიელების ტომობრივი ლეგენდებით. რომლებშიც საუბარია თეთრკანიან წვეროსან ადამიანებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ გედის ფრთებიანი ხომალდებით, ამ ხომალდთა კორპუსის ბრწყინვალება წარმოუდგენელი იყო. ლეგენდის თანახმად, ისინი იყვნენ ცისფერთვალება და ქერათმიანი, ემოსათ უხეში მუქი მასალის სამოსი და პატარა ხელთათმანები.
image
მათ ააშენეს ქვის დიდი ქალაქი და მათი ელჩები ადგილობრივ მოსახლეობას ღმერთების სიბრძნეს უზიარებდნენ. უფრო მეტიც, მათი ლიდერი ამტკიცებდა, რომ სწორედ მან შექმნა სამყარო. მაგრამ კე-აკატლის წლის ერთ დღეს, თეთრი მომხდურები ჩაეშვნენ წყნარ ოკეანეში და გაცურეს იქით, სადა მზე ჩადის, ისინი განაწყენდნენ ინდიელებზე, რადგან მათ არ მიიღეს «თეთრი ღმერთების» სწვალება.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ეს ლეგენდა თითქმის უცვლელი გვხვდება აცტეკების, ტოლტეკების, ინკებსა და მაიას ტომებს შორის. მხოლოდ აცტეკები ყველაზე მნიშვნელოვან თეთრ ღმერთს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, ინკები - კონ-ტიკი ვირაკოჩა, მაია - კუკულკანი, აცტეკები - კეცალკოატლი.

აცტეკმა ქურუმებმა გამოთვალეს, რომ ღვთაება დაბრუნდებოდა "განსაკუთრებულ" წელს, რომელიც მეორდება 52 ციკლით. გარემოებანი ინდიელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: კორტესი ამერიკის სანაპიროზე გადმოსხდა ზუსტად ციკლით განსაზღვრულ წელს.
image
ინდიელებმა კორტესს მდიდრული საჩუქარიც კი გაუგზავნეს - ოქროთი სავსე თავსაბურავი. როდესაც კორტესმა შესთავაზა ინდიელ დესპანს აერჩია საპასუხო ძღვენი თავის ბელად მონტესუმასთვის მან სთხოვა მიეცა მხოლოდ ჩაფხუტი, რომელიც შენიშნა ერთ-ერთ დამპყრობელზე. «მე ის უნდა ვაჩვენო ბელადს, რადგან ეს ჩაფხუტი ზუსტად ისეთია, როგორსაც თეთრი ღმერთი ატარებდა ერთხელ.» გაუმაძღარმა კორტესმა ჩაფხუტი გადასცა, მაგრამ ისურვა, რომ ის ოქროთი სავსე დაებრუნებინათ.

სად წავიდნენ თეთრი ღვთაებები ინდიელების დატოვების შემდეგ?

მათი გზის გაკვლევაში დაგვეხმარება საიდუმლოებების ჯაჭვი, რომელიც მათ თავიანთ გზაზე დატოვეს, ამჯერად პოლინეზიაში. თანამედროვე მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ პოლინეზიელების რასის დადგენა. ამ თავისებური შერეული რასის ტიპურ წარმომადგენლებს შორის არიან არაბულ-სემიტური ტიპის საკმაოდ უნიკალური წარმომადგენლები სწორი ცხვირით, თხელი ტუჩებით, წითელი თმით და ღია ფერის კანით. გარდა ამისა, მათ აქვთ თავის ქალას განსაკუთრებული მოგრძო ფორმა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი ადგილობრივი აბორიგენების ევროპელებთან გვიანდელ შერევაზე, ვინაიდან ეს თვისებები აღდგომის კუნძულიდან ახალ ზელანდიაში მიმავალმა პირველმა ევროპელმა მოგზაურებმაც კი აღნიშნეს. პოლინეზიელები მათ «ურუ-კეუს» უწოდებენ და თვლიან, რომ ისინი უძველესი «ღმერთების რასის» შთამომავლები არიან.

აღდგომის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს პერუს სანაპიროსთან, არსებობს ლეგენდა, რომ კუნძულის მაცხოვრებლების წინაპრები აღმოსავლეთის უდაბნოს ქვეყნიდან იყვნენ. შემონახულია ჰოლანდიელის დღიური, რომელიც პირველ ევროპელებს შორის იყო, ვინც კუნძულს ესტუმრა 1722 წელს. იგი წერდა: ”მათ შორის არის მუქი ყავისფერი, როგორც ესპანელები, და სრულიად თეთრი ხალხი, ზოგიერთს კი წითელი კანი აქვს, თითქოს მზემ დაწვა ისინი”

აღმოსავლეთის ქვეყანა შეიძლება იყოს პერუს სანაპირო უდაბნოები, სადაც მრავალი ინკას სამარხია განთავსებული. ანთროპოლოგებმა სამარხებში უჩვეულო ტიპის ადამიანები აღმოაჩინეს.

მაგალითად, 1925 წელს პერუს ცენტრალური სანაპიროს სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს უძველესი წარჩინებულების მუმიები. მათი ასაკი 2200 წელია. ამერიკელმა ანთროპოლოგმა სტიუარტმა მოგვიანებით დაწერა: „ეს იყო დიდი ხალხის ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად არ გახლდათ დამახასიათებელი პერუს მოსახლეობისთვის“. მუმიების თმის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთს ძალიან ღია ფერის ხვეული და თხელი თმა ჰქონდა. სისხლის ანალიზმა დაადგინა, რომ მიეკუთვნება A ჯგუფს, რომელიც არ იქნა ნაპოვნი პრეკოლუმბიური ამერიკის ინდიელებში...

ფრანსისკო პისარო ინკების შესახებ წერდა, რომ მათი დიდგვაროვნები გამოირჩეოდნენ ღია კანის ფერით და მათი თმა შეიძლება ყოფილიყო მწიფე ხორბლის ფერი. ესპანელებმა დათვალეს სამეფო ოჯახების ასეთი წარმომადგენლები - დაახლოებით 500 ადამიანი. მათ ასევე გამოარჩიეს რვა მათგანი, რომლებსაც ცოლები ჰყავდათ „კვერცხივით თეთრი.“ ეს ნიშნავს, რომ ინდიელების თეთრი ღვთაებები პერუსაც ეწვივნენ!

საინტერესოა, რომ ამ სამარხებთან იპოვეს მორები - ტივების ნაშთები....

ჩვენამდე მოვიდა ამონარიდი მონტეზუმას სიტყვიდან: „ჩვენი წინაპრებისგან მიღებული წერილებიდან ვიცით, რომ არც მე და არც ამ ქვეყანაში მცხოვრები სხვა არავინ ვართ მისი მკვიდრი მოსახლეობა. ... ჩვენ ისიც ვიცით, რომ წარმომავლობით ვართ იმ მმართველისგან, რომლის ქვეშევრდომები ვიყავით. ის მოვიდა ამ ქვეყნად და მერე ისევ ისურვა წასულიყო და თავისი ხალხი წაეყვანა. მაგრამ მათ უკვე იქორწინეს, ააშენეს სახლები და არ სურდათ მასთან წასვლა. და ის წავიდა. მას შემდეგ ჩვენ ველოდებით მის დაბრუნებას."


0
507
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0