x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი "ბურღულეულის დედოფლის" – წიწიბურას შესახებ

წიწიბურა უპრეტენზიო მცენარე და უპრეტენზიო საკვები პროდუქტია. მისი ბურღული ადვილად იხარშება და მომზადების დროს, მორევაც კი არ სჭირდება. გარდა ამისა, წიწიბურას შეთავსება, პრაქტიკულად, ყველა პროდუქტთან შეიძლება: რძესთან, ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულთან და სოკოსთან. ის შეიძლება, როგორც გარნირი, ასევე მთავარი კერძი იყოს.


image


1. წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. მცენარე, ზრდის დროს, საერთოდ არ საჭიროებს სასუქს. ეს კი, წიწიბურას ჭეშმარიტად ბუნებრივ და ჯანსაღ პროდუქტად ხდის, ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე.

2. წიწიბურა ამაღლებს განწყობას. დადასტურებულია, რომ წიწიბურას ფაფის მოხმარება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტვინის ფუნქციონირების გააქტიურებას და რა თქმა უნდა, კარგ განწყობას იწვევს.

3. წიწიბურა ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს. ინდოეთსა და ჩინეთში თვლიან, რომ წიწიბურის დახმარებით, შესაძლებელია, სხეულის ბიოლოგიურ წერტილებზე გავლენის მოხდენა. ამიტომ, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია ხალიჩაზე სიარული, რომელზეც წიწიბურაა მიმოფანტული.

4. წიწიბურა უძილობის წამალია. ყოველ შემთხვევაში, სწორედ მისი ჩენჩოთი ავსებენ უძილობის ბალიშებს და როგორც მისი მომხმარებლები ამბობენ, კმაყოფილები არიან.

5. წიწიბურა დაბალმოსავლიანი მარცვლეული. მაგ., 1 ჰა–ზე — 4–დან – 10 ცენტნერამდე წიწიბურის მოყვანა შეიძლება, მაშინ როდესაც, იგივე ფართობზე, მაგ., 60–დან – 150–მდე ცენტნერი ბრინჯი მოდის (ქვეყანას გააჩნია).

6. წიწიბურა — ცილის ძვირფასი წყაროა. ის 18 შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავს, ხოლო ცილა, შემადგენლობით ისეთივეა, როგორიც ქათმის კვერცხის ან რძის ფხვნილის ცილა.

7. წიწიბურა — იაპონიის ეროვნული სამზარეულოს ნაწილია. მისი ფქვილისგან ატრიას (ლაფშა) ამზადებენ, რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის, ყველა რესტორნის მენიუში შედის.

8. წიწიბურა და შაქარი შეუთავსებელია. შაქარი მის ყველა სასარგებლო თვისებას ანეიტრალებს.

9. წიწიბურას მოხარშვამდე ხლიან. როგორს ამბობენ, წიწიბურის მოხარშვამდე მოხლის შემთხვევაში, ფაფა ბევრად უფრო გემრიელი იქნება.

10. წიწიბურა იდეალური პროდუქტია დიეტებისთვის. ამ პროდუქტში ვიტამინების და მინერალების კონცენტრაცია 1, 5-3-ჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა მარცვლეულს, იგივე ნივთიერებების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ჭარბი წონის შემცირებას.

11. წიწიბურა ორგანიზმისთვის აუცილებელი, რვა ამინომჟავიდან, სამს (ტრეონინი, ლიზინი, ტრიპტოფანი) შეიცავს. ამიტომ, ის შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც რაიმე მიზეზით, უარს ამბობს ხორცზე ან მას მინიმალური რაოდენობით მოიხმარს.

12. ამინომჟავების გარდა, წიწიბურა შეიცავს РР ჯგუფის ვიტამინებს, ოქსიალური, ვაშლის და ლიმონის მჟავებს. ეს ვიტამინები სისხლძარღვებს ამაგრებს, აუმჯობესებს მათ ელასტიურობას. მჟავების ამოცანა კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებაა, რაც ხელს უშლის ორგანიზმში მარილების დაგროვებას.

13. წიწიბურას მოხმარება დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. ის სისხლში შაქრის თანდათანობით ზრდის, ჯანმრთელობისთვის საშიში ნახტომების გარეშე. გარდა ამისა, მას ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი გამოჰყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის.

14. ქოლესტერინის გარდა, წიწიბურას ორგანიზმიდან ტოქსინებიც გამოჰყავს.

15. წიწიბურა დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. რკინის შემცველობა წიწიბურაში, ყოველ 100 გრ–ზე — 8, 3 მგ–ია, რაც რკინის დღიური ნორმის 59% შეადგენს. ამიტომ, ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა მათტვის, ვისაც ანემია აწუხებს და რა თქმა უნდა, ვეგეტარიანელებისთვისაც.


image


imageimageimageimage




1
240
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
240
  
2022, 7 სექტემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1