წიწიბურას ფაფის კასეროლი – ყოველდღიური მენიუს გასამრავალფეროვნებლად, საუკეთესო ვარიანტია. წიწიბურა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ მისი ყოველდღიურად, ან თუნდაც, კვირაში რამდენჯერმე მირთმევის მსურველი ბევრი არ არის. ხოლო, წიწიბურის კასეროლი ბევრისთვის აღმოჩენა იქნება... თან, მოსამზადებლადაც მარტივია.
ინგრედიენტები:
წიწიბურა — 150 გრ.
მყარი ყველი — 160 გრ.
კარაქი — 1 ჩ. კ.
ხახვი — 1 თავი
კამა — 0, 3 კონა
კვერცხი — 2 ცალი
რძე — 100 მლ.
მარილი — გემოვნებით
პილპილი — გემოვნებით
წყალი — 350 მლ.
მომზადება:
I. წიწიბურა გადაარჩიეთ, გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი > დაამატეთ მარილი და მოხარშეთ, დაბალ ცეცხლზე > როდესაც წყალი მთლიანად დააშრება, ცეცხლიდან გადმოდგით.
II. საცხობი ფორმის ძირს და კედლებს კარაქი მოუსვით > წიწიბურას ფაფის ნახევარი ფორმაში გადაიტანეთ და კოვზით თანაბარ ფენად გაანაწილეთ.
III. გახეხეთ მსხვილ სახეხზე ყველი > მისი ნახევარი წიწიბურას მოაყარეთ > ხახვი და კამა წვრილად დაჭერით და ყველს მოაყარეთ ზემოდან > შემდეგ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
IV. გაანაწილეთ ფორმაში დარჩენილი წიწიბურა.
V. ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით > დაამატეთ რძე და იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან ნაზავს არ მიიღებთ > რძიანი კვერცხი თანაბრად მოასხით წიწიბურას და ზემოდან დარჩენილი ყველი გაანაწილეთ.
VI. გამზადებული ფორმა შედგით 200ºС –ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 20-25 წთ–ით.
სუფრაზე მიიტანეთ ცხელი ან თბილი სახით.