საზოგადოება "ვინაა საქართველოს მტერი? ქართველი ქართველს როცა მაგინებს, თურმე სხვისი შვილის სიკვდილი როგორ გავბედე და მეწყინა"-იუნა შაფათავა 2022, 21 აგვისტო, 9:38
იუნა შაფათავა აშშ-დან ულტრანაცონალისტი პუტინისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე კომენტარები ვნახე;მივაწერე- ღმერთის არ გეშინიათ მეთქი და ‘მოკლული უკრაინელ იბავშვები არ დაგიტირიაო, ფაშიზმს იცავო, უკრაინული სისხლი მაქვს; ჩემთვის ყველა ბავშვი- ბავშვია; ყველა შვილი- შვილია. და არავის ენახოს საკითარი შვილის სიკვდილი, ვინც არ უნდა იყოს.. როცა ვამბობ, საქართველომ სიძულვილით აურა გაიფუჭა, არ გჯერათ… მზარავს ეს სიძულვილი, მძარავს, რომ თანამემამულეს სხვის სიკვდილზე წუხილში, მაგინებენ და უკანასკნელ სიტყვებს მწერენ საჯაროდ და თავის გაყინულთავებიან პროპაგანდაგამორეცხილი ჩონჩხიდან მიხრიალებენ რაღაც არაადამიანურ საძაგლობებს. ვინაა საქართველოს მტერი? ქართველი ქართველს როცა მაგინებს, თურმე სხვისი შვილის სიკვდილი როგორ გავბედე და მეწყინა… ღმერთო, ყველას შვილი დაიფარე და შეუნდე, ამ უსულოებს….ეს როგორი სიძულვილი უნდა გახრჩობდეს, რომ სხვისი შვილის სიკვდილი გიხაროდეს, რადგან რუსია და იბრალებდე ‘გულისხმიერებას’ კონკრეტულად უკრაინელ ბავშვებზე…. რამხელა ცინიზმია! როცა თანამემამულის წამებაზე ხმა არ ამოგიღია და რეალირ ფაქტებს უარყოფ.. ღმერთო ღმერთო ღმერთო… არ მინდა მე ეს ტოქსიკური მლიქვნელების სივრცე…არაჯანსაღი გარყვნილი ‘მორალით’"... ცნობილია, რომ მოსკოვის მახლობლად, ბოლშიე ვიაზემას დასახლებაში Land Cruiser Prado მარკის ავტომობილი აფეთქდა, რომლესაც 29 წლის დარია დუგინა მართავდა, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში "უკრაინის რეჟიმის ტერორისტები" მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.
დარია დუგინა ჟურნალისტიკით, ფილოსოფიითა და პოლიტოლოგიით იყო დაკავებული. 2022 წლიდან ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილი იქნა იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ.
ალექსანდრე დუგინი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი იდეოლოგია, მან მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლას და მისი თითქმის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას. ითვლება, რომ დუგინის იდეები გავლენას ახდენს კრემლის პოლიტიკაზე.აღსანიშნავია, ქალიშვილიც მხარს უჭერდა მამას და უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციას". 398 2-ს მოსწონს
|